რივენდელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რივენდელი (Rivendell, სინდარინზე: იმლადრისი, Imladris) — ელფთა საგუშაგო შუამიწეთის ტერიტორიაზე. აღწერილია ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებში. იგი მეორე ეპოქის პერიოდში აგებული იქნა და შემდგომში იმართებოდა ელფ ელრონდის მიერ. გარდა ელრონდისა და სხვა ელფებისა, რივენდელში ცხოვრობდნენ გლორფინდელი და ერესტორი.

სახელწოდება Rivendell არის პირდაპირ თარგმანი ან კალკი სინდარინზე წარმოთქმული „იმლადრისი“-დან. ორივე ნიშნავს „ნაპრალის ღრმა ველს“. რომანის „ჰობიტი“ 2002 წლის ქართულ თარგმანში გამოყენებულია სახელწოდება „ველვარდნილი“, ხოლო მის 2009 წლის და „ბეჭდების მბრძანებლის“ თარგმანებში (2009-2011) - „შუაველი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]