რთველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რთველი კახეთში, ნახატი გრიგოლ გაგარინისა.

რთველი — ყურძნის მასობრივი კრეფა. ტარდება სრული ან ტექნიკური სიმწიფის დროს. რთველის დაწყებამდე ყოველ 5 დღეში საზღვრავენ ყურძნის შაქრიანობასა და მჟავიანობას. სუფრის ღვინის დასამზადებლად ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს 17—22%, მჟავიანობა 6-7 გ/ლ, შამპანიური ღვინისათვის, შესაბამისად, — 16—19%, 7—10 გ/ლ, ტკბილი სადესერტო ღვინისათვის 25—27%, 5—6 გ/ლ, სუფრის ყურძნისა — 14—19%, 8 გ/ლ და ა. შ. ყურძენს კრეფენ მშრალ ამინდში ვაზის მაკრატლით ან დანით, არსებობს ყურძნის საკრეფი მანქანაც.[1]

სართველო დღესასწაული საქართველოში ხშირად მუსიკისა და სხვადასხვა სამხიარულო ღონისძიებების თანხლებით მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში რთველი იწყება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, დასავლეთ საქართველოში — ოქტომბრის შუა რიცხვებში.

საქართველოში, სადაც ღვინოს უდიდესი დანიშნულება აქვს, რთველის ტრადიცია ჯერ კიდევ უძველეს ხანაში იღებს სათავეს და უკავშირდება შუა შემოდგომის დოვლათს. რთველი რამდენიმე საათს გრძელდება — ტრადიციულად, ადამიანები დილით ადრე იწყებენ მუშაობას და დღეს მეღვინეობასთან დაკავშრებული ხალხური სიმღერებითა და სუფრით ასრულებენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 381.