რეჯო-ემილიის პროვინცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ემილია-რომანიის რეგიონში |
| მოიცავს | 44 კომუნას |
| ადმინ. ცენტრი | რეჯო-ემილია |
| მოსახლეობა (2010) | 530 343 კაცი |
| სიმჭიდროვე | 231,3 კაცი/კმ² |
| ფართობი | 2 293 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 0522, 0536 |
| საფოსტო ინდექსები | 42010-42025, 42028 |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | RE |
| Province of Reggio Emilia | |
რეჯო-ემილიის პროვინცია (იტალ. Provincia di Reggio Emilia) — პროვინცია იტალიაში, ემილია-რომანის რეგიონში. დედაქალაქია რეჯო-ემილია, რომელიც ამავე დროს პროვინციის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქიცაა.
პროვინციის ფართობი 2 293 კმ²-ია, მოსახლეობა კი 530 343 ადამიანი (2010).[1] შედგება 44 კომუნისგან.
პროვინცია მოქცეულია მდინარე პოსა (ჩრდილოეთით) და აპენინის მთის მასივს შორის (სამხრეთით). დასავლეთით ესაზღვრება პარმის პროვინცია, აღმოსავლეთით — მოდენის პროვინცია, ჩრდილოეთით კი ლომბარდიისა და ტოსკანის რეგიონები.
პროვინციაში მდებარეობს ისტორიული კანოსკის ციხესიმაგრე, რომელიც გრაფის ასულ მატილდა ტოსკანელს ეკუთვნოდა. სწორედ აქ მოხდა ისტორიული მოვლენა — კანოსაში წასვლა.
სექციების სია |
კომუნები [რედაქტირება]
ცხრილში მოცემულია პროვინციის მნიშვნელოვანი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
| ნომერი | კომუნა | მოსახლეობა |
|---|---|---|
| 1 | რეჯო-ნელ-ემილია | 170 086 |
| 2 | კორეჯო | 25 395 |
| 3 | სკანდანო | 25 074 |
| 4 | კაზალგრანდე | 18 785 |
| 5 | გუასტალა | 15 191 |
| 6 | კასტელარანო | 15 095 |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://www.comuni-italiani.it/035/statistiche/ Dati statistici sulla Provincia di Reggio Emilia (Emilia-Romagna), Accessed 10 July 2011.
|
||||||||