რეშთის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეშთის ხელშეკრულება — დაიდო რუსეთსა და ირანს შორის 1732 წელს. ხელი მოაწერეს 1 თებერვალს ქ. რეშთში (ირანი). ოსმალეთთან გამწვავებული ურთიერთობის გამო რუსეთის მთავრობა დაინტერესებული იყო ირანთან კავშირით და დაუბრუნა მას კასპიისპირეთის პროვინციები (გილანი, მაზანდარანი და ასტრაბადი). რუსეთმა მიიღო სავაჭრო პრივილეგიები ირანთან. რეშთის ხელშეკრულება ძალაში იყო 1735 წლამდე, როდესაც განჯის ტრაქტატით რუსეთის ჯარებმა უფრო ჩრდილოეთით, მდინარე თერგამდე დაიხიეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]