რეფრენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეფრენი (ფრანგ. refrain < ძვ. ფრანგ. refraindr - დამსხვრევა), 1. ტაეპები, რომლებიც ლექსში გარკვეული წესით მეორდება. რეფრენზე აგებული მყარი სალექსო ფორმებია: ტრიოლეტი, რონდელი, რონდო, ბალადა და ა.შ. 2. იგივეა, რაც მისამღერი, ანუ კუპლეტის ნაწილი, რომელიც მეორდება. განვითარდა ხალხური სასიმღერო ლექსიდან, სადაც გუნდი სოლისტის ნათქვამს იმეორებდა. მისამღერი რამდენიმე სახისაა: ა) უბრალოდ იმეორებს სტროფის ტაეპს (მთლიანად ან ნაწილობრივ), ბ) გამეორებას ემატება ან ხმაბაძვითი სიტყვები, რომლებსაც, შესაძლებელია, ადრე რაიმე საწესჩვეულებო მნიშვნელობა გააჩნდა, ანდა მისამღერის ტრადიციული ფორმა შეიძინეს. გ) დასრულებული ფრაზა ტაეპის სახით, ტექსტთან დაკავშირებული და სიმღერიდან სიმღერაში გადასული. დ) რამდენიმე ტაეპი, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ტექსტთან.