ლისაბონის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რეფორმის ტრაქტატი)
ლისაბონის ხელშეკრულება
ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ტიპი არსებული ხელშეკრულებების გაუმჯობესება
(EURATOM, TFEU and TEU) (ევრატომი, მაასტრიხტისა და რომის ხელშეკრულება)
ხელი მოეწერა 2007 წლის 13 დეკემბერი
ადგილი ლისაბონი, პორტუგალია
ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერი
ხელი მოაწერეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 2007 წლის მონაცემებით
მეანაბრე იტალიის მთავრობა
ენები ევროკავშირის ენებიდან 23
Wikisource logo Treaty of Lisbon ვიკიწყაროში
ევროკავშირი
ევროკავშირის დროშა

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ევროპის კავშირის
პოლიტიკა და მთავრობა

ლისაბონის ხელშეკრულება (ინგლ. „Treaty of Lisbon“ ან „Reform Treaty“; ასევე წოდებული როგორც „ლეგალური ბაზისი“) — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის (EU) საკონსტიტუციო საფუძველს ქმნის. ლისაბონის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ევროპის კავშირის წევრების მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 2009 წლის 1 თებერვალს.[1] თავის თავში აერთიანებს მაასტრიხტის ხელშეკრულებასა (1992), ცნობილი როგორც ევროპის კავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომლის გაფორმებით ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა; და რომის ხელშეკრულებას (1957). ლისაბონის ხელშეკრულება აერთიანებდა ორგანიზაციის მიერ მიღებულ პროტოკოლებს, ასევე იმ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დაფუძნდა ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში, ე.წ. ევრატომი. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირს სამართალსუბიექტობა მიენიჭა.

ლისაბონის ხელშეკრულებამ ძირეული ცვლილებები შეიტანა ევროკავშირის პოლიტიკაში. 45-ზე მეტ სფეროში ერთსულოვნების პრინციპი შეიცვალა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით; უფრო ძლიერმა ევროპარლამენტმა ჩამოაყალიბა ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა საბჭოსთან ერთად. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობები. ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ასევე ევროკავშირის ადამიანის უფლებათა კანონპროექტი, ფუნდამენტური უფლებების ქარტია, რომელსაც იურიდიულად სავალდებულო ხასიათი მიენიჭა. პირველად ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში ამ ხელშეკრულებამ ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს მისცა უფლება, სურვილისამებრ, დატოვოს კავშირი და კავშირიდან გასვლის პროცედურებიც შეიმუშავა.

ხელშეკრულების ძირითადი მიზანი იყო „ამსტერდამისა და ნიცის შეთანხმების დაწყებული პროცესის დასრულება, რომელიც ითვალისწინებდა ვროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნას, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბებას.“[2] ლისაბონის ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრი იენს-პიტერ ბონდი (დანიის წარმომადგენელი), რომელიც ამტკიცებდა რომ ეს ხელშეკრულება უფრო მეტად ცენტრალიზებულ კავშირს შექმნიდა და ეროვნული ამომრჩევლების „ძალაუფლების წართმევით“ შეამცირებდა დემოკრატიის ხარისხს.[3] მომხრეები კი ამბობდნენ, რომ ეს შეთანხმება უფრო მეტად დააბალანსებდა ევროკავშირის სისტემას ევროპის პარლამენტის უფრო გაძლიერებითა და ეროვნული პარლამენტის როლის გაზრდით.

ევროკავშირის ინტიტუტების სახეცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2001 წელს დაიწყო, რის შედეგადაც, პირველ რიგში, წამოაყენეს ევროპის კონსტიტუციის შექმნის საკითხი, რომელიც გააუქმებდა უკვე არსებულ ევროპულ შეთანხმებებს და მათ ჩაანაცვლებდა ე.წ. კონსტიტუციით. მიუხედავად იმისა რომ შეთანხმება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას რატიფიცირებული ჰქონდა ის მაინც გააუქმეს, ვინაიდან 2005 წლის 29 მაისს[4][5] საფრანგეთის ამომრჩეველთა 55%-მა, ხოლო 2005 წლის 1 ივნისს ნიდერლანდების ამომრჩეველთა 61%-მა მხარი არ დაუჭირა.[6] მოკლე პერიოდის გასვლის შედმეგ კი წევრი სახელმწიფოები შეთანხმდენენ იმის მაგივრად რომ გაეუქმებინათ უკვე არსებული შეთანხმებები მთელი რიგი რეფორმების გატარებით აღედგინათ „მიტოვებულ“ კონსტიტუცია. ჩასწორებული სახით წარმოდგენილ ე.წ. „რეფორმის ხელშეკრულებას“ ხელი მოეწერა 2007 წელს ლისაბონში. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო რომ ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა მოეხდინა მისი რატიფიკაცია 2008 წლის ბოლომდე. ეს ჩანაფიქრი ჩაიშალა ვინაიდან ირლანდიელ ამომრჩეველთა ურავლესობამ 2009 წლის ივნისში მხარი არ დაუჭირა ამ ხელშეკრულებას, მაგრამ სხვადასხვა დათმობისა და მოლაპარაკებების შემდეგ 2009 წლის ოქტომბერში ჩატარდა მეორე რეფერენდუმი და ამომრჩეველთა უმრავლსებომა უკვე მხარი დაუჭირა ხელშეკრულების რატიფიკაციას.[7][8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს გერმანია გახდა ევროკავშირის პრეზიდენტი სახელმწიფო და „ფიქრის“ პერიოდი დასრულებულად გამოაცხადა. მარტისთვის, რომის ხელშეკრულების 50 წლის იუბილეზე, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მიიღო ბერლინის დეკლარაცია. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა ახალი ხელშეკრულების მიღების საკითხს, რომელიც უნდა მიეღოთ 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, 2009 წლის შუა რიცხვებისთვის კი ხელშეკრულება უკვე რატიფიცირებული უნდა ჰქონოდათ.[9]

ბერლინის დეკლარაციამდე, ამატოს ჯგუფი (ოფიციალურად ევროპული დემოკრატიის მოქმედი კომიტეტი - ACED), ევროპელი პოლიტიკოსების გაერთიანება, რომელსაც ბაროსოს კომისია უჭერდა მხარს, არაოფიციალურად მუშაობდა ევროკავშირის კონსტიტუციის ხელშეკრულების ძველი ტექსტის გადაწერაში. 2007 წლის 4 ივნისს ჯგუფმა გამოაქვეყნა ტექსტი ფრანგულ ენაზე. ბერლინის დეკლარაცია კი ევროკავშირის ლიდერებმა არაოფიციალურად გაწერეს ახალი ხელშეკრულების განრიგი და ვადები, რომელიც მოიცავდა შემდეგს:

ივნისის ევროპული საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50 წლის იუბილე 2007 წლის ზაფხულში, ბერლინი. მერკელი და ბაროზუ

2007 წლის 21 ივნისს ევროპული საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში, იმ მიზნით რომ მიეღოთ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ჩაანაცვლებდა წინათ უარყოფილ კონსტიტუციას. შეხვედრა მიმდინარეობდა გერმანიის პრეზიდენტობის ქვეშ, მოლაპარაკებებს კი ხელმძღვანელობდა კანცლერი ანგელა მერკელი, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე. სხვა საკითხების მოგვარებასთან ერთად, როგორიც იყო მალტასა და კვიპროსის ევროზონაში გაერთიანების გადაწყვეტილება, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც, რომელიც 2007 წლის 23 ივნისის დილამდე გრძელდებოდა, დასრულდა. მოლაპარაკებების ყველაზე რთული ნაწილი იყო პოლონეთის დაჟინებული მოთხოვნა მინისტრათა საბჭოს არჩევნების კვალიფიციური უმრავლესობით ჩატარების შესახებ.[10]

ინდუსტრიალისტთა ევროპული მრგვალი მაგიდის (ERT) წევრები მონაწილეობდნენ ლისაბონის დღის წესრიგის მომზადებაში, რომელიც ევროპას დაეხმარებოდა 2010 წლისთვის გამხადრიყო „მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი და დინამიური ეკონომიკის მქონე კონტინეტი“. ERT-ის წევრები რეგულარულად ცდილობდნენ მიეღოთ მონაწილეობა იმ სხდომებში, სადაც ცდილობდნენ მოეძებნათ უფრო ეფექტიანი გზები ლისაბონის დღის წესრიგის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის იქნებოდა მისაღები.

მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეთანხმება თექვსმეტგვერდიან მანდატზე დაიტანეს, რომელშიც ამოშლილი იყო უფრო მეტად კონსტიტუციური ტერმინოლოგია და ის ჩანაცვლებული იყო ძველი ევროპული კონსტიტუციის სიმბოლოებით. დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ზეწოლით გადაწყდა მიეღოთ პროტოკოლი ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის შემუშავებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ხმის მიცემის სისტემის შეცვლა გახდა, რომელიც 2014 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.[11]

ივნისის შეხვედრაზე გამოჩნდა „რეფორმების ხელშეკრულების“ სახელწოდებაც, რომელმაც სრულიად ჩაანაცვლა ლისაბონის ხელშეკრულების კონსტიტუციის მეტსახელი. ტექნიკურად შეთანხმდნენ რომ რეფორმების ხელშეკრულება ჩაანაცვლებდა როგორც ევროკავშირის ხელშეკრულებას (TEU), ასევე ევროპულისაზოგადოების ჩამოყალიბების შეთანხმებას (TEC), მას უნდა მოეცვა ასევე ევროპული კონსტიტუციის დებულებები. მიუხედავად ამისა ეს სამივე ერთ კოდუმენტში არ ერთიანდებოდა. ამასთან, შეთანხმდნენ რომ ევროპული კოსნტიტუციისგან განსხვავებით, სადაც ქარტია დოკუმენტის ნაწილი იყო რეფორმების ხელშეკრულებაში მხოლოდ მასზე მითითება იქნებოდა გაკეთებული, რადგან ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია იურიდიულად სავალებულო ხასიათის გამხდარიყო. ერთ-ერთი საკითხი რომელიც მოლაპარაკებების პერიოდში წამოიჭრა იყო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის იან-პიტერ ბალკენენდის განცხადება იმის შესახებ, რომ ეროვნული პარლამენტი დიდ როლს ასრულებდა ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეს შეუცვლელად უნდა დარჩენილიყო.[12]

მთავრობათაშორისი კონფერენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიამ გერმანიას რეფორმების ხელშეკრულების მიღების საკითხში დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. ივნისის მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობათაშორისმა კონფერენციამ ოფიციალურად შეადგინა კანონპროექტი ხელშეკრულების მიღებასთან დაკავშირებით 2007 წლის 23 ივლისს. მთავრობათაშორისი კონფერენცია გაიხსნა მოკლე, ფორმალური ცერემონიის შემდეგ. ხელშეკრულების მიღების პროცესი დაიწყო პორტუგალიის მიერ ოფიციალურ საიტზე 145-გვერდიანი დოკუმნეტის (სახელწოდებით ხელშეკრულების პროექტი) ატვირთვით.[13]

გარდა სახელმწიფოთა ოფიციალური წამომადგენლებისა და იურისტებისა, ევროპარლამენტმა დანიშნა სამი დამოუკიდებელი წარმომადგენელი: კონსერვატი ელმარ ბროკი, სოციალ-დემოკრატი ენრიკე ბარონ კრესპო და ლიბერალი ენდრიუ დაფი.[14]

მთავრობათაშორისი კონფერენციის გახსნამდე პოლონეთის მთავრობამ გამოთქვა სურვილი კიდევ ერთხელ გადაეხედათ ივნისის ხელშეკრულებისთვის, განსაკუთრებით ხმის მიცემის სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შეხედულებას არ იზიარებდა წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა.[15]

ოქტომბრის ევროპული საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექტომბრის ევროპულ საბჭოს სათავეში ედგა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და ამავე დროს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ჟოზე სოკრატესი. საბჭო აერთიანებდა ყველა წევრი სახელმწიფოს იურისტ ექსპერტებს, რომლებიც ხელშეკრულების საბოლოო ესკიზს განიხილავდნენ. საბჭოს ჩატარების პერიოდში ნათელი გახდა, რომ რეფორმების ხელშეკრულების ოფიციალური სახელი „ლისაბონის ხელშეკრულება“ იქნებოდა, რადგან სწორედ ლისაბონში მოხდებოდა მისი ხელმოწერა.

ხელმოწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წვერი სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები ჟერონიმუშის მონასტრის ფონზე

2007 წლის ოქტომბრის შეხვედრაზე, პორტუგალია დაჟინებით მოითხოვდა რომ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ლისაბონში, პორტუგალიის დედაქალაქში, გამართულიყო. ამ შემოთავაზებას მხარი დაუჭირეს და როგორც ევროკავშირის ხელშეკრულებების სახელწოდებების ტრადიციიდან გამომდინარე რეფორმების ხელშეკრულებას, სწორედ მისი ხელმოწერის ადგილის აღსანიშნავად, ეწოდა ლისაბონის ხელშეკრულება. პორტუგალიის მთავრობას კი დაევალა ხელმოწერის ცერემონიის ორგანიზება.[16]

პორტუგალიის მთავრობამ, რომელიც იმ პერიოდში ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო იყო, ხელმოწერის ცერემონიის ადგილად XV საუკუნეში აგებული ჟერონიმუშის მონასტერი აირჩია, ამავე ადგილას მოეწერა ხელი პორტუგალიის ევროკავშირში გაერთიანების შეთანხმებას 1985 წელს.[17] ევროკავშირის წევრი 27 სახელწმიფოს ოფიციალური წარმომადგენელი ესწრებოდა ცერემონიას, რომელთაც სახელმწიფოს სახელით ლეგიტიმურად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რითაც საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებების ეტაპი. ამასთან ერთად, პირველად ევროკავშირის ისტორიაში ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ძირითადი ინსტიტუტის პრეზიდენტებმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო ოფიციალურ ცერემონიას და ამის სანაცვლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განცალკევებით მოაწერა შეთანხმებას ხელი, მისი არყოფნის მიზეზად კი დასახელდა ბრიტანეთის პარლამენტის წევრების კომიტეტის სხდომაზე დასწრება.[18][19]

რატიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულების რატიფიცირება ქვეყნების მიხედვით (მწვანედ).

ხელშეკრულების კანონიერ ძალაში შესვლამდე ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მისი რატიფიკაცია უნდა მოეხდინა. ეროვნული რატიფიკაცია დასრულდა მაშინ, როდესაც ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარედგინა იტალიის მთავრობას. ბოლო ეროვნული რატიფიკაციის მეორე თვეს ხელშეკრულება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ოფიციალურად შევიდა ძალაში.

თავდაპირევლი გეგმის მიხედვით ყველა წევრ სახელმწფიოს ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია 2008 წლის ბოლომდე უნდა მოეხდინა, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან 2008 წელს ირლანდიელ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა შეთანხმებას, 2009 წლის მეორე რეფერენდუმით კი ირლანდიაშიც მოხდა ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ირლანდია ითვლება ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელმაც ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატარა. გაერთიანებულ სამეფოში 2008 წლის 21 იანვარს ევროკავშირის შესახებ მიღებული საკანონდებლო აქტი თემთა პალატამ განიხილა და მხოლოდ მეორე კენჭისყრით დაუჭირა მხარი მას (362 224-ის წინააღმდეგ); პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი იმ დღეს არ ესწრებოდა თემთა პალატის შეხვედრას, ხოლო კანონპროექტი წარდგენილი იყო დეივიდ მილიბანდის მიერ.[20] ჩეხეთის სარატიფიკაციო დოკუმენტი დეპონირებულ იქნა რომში 2009 წლის 13 ნოემბერს.[21] საბოლოოდ ლისაბონის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს.[22][23][24]

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისაბონის ხელშეკრულებით ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს ძალაუფლება უფრო მეტად გაიზარდა. კომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების გაყოფამ წარმოშვა მათ შორის მეტოქეობა და კონკურენცია. ორივე პრეზიდენტი ესწრებოდა საერთაშორისო სამიტებს თავთავიანთი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მოელოდნენ რომ 2014 წელს, როგორც ეს ახალი ხელშეკრულებით იყო ნებადართული, ეს ორი თანამდებობა გაერთიანდებოდა.[25]

პარლამენტმა გაზრდილი ძალაუფლება კანონდებლობის რეფორმაციის მიზნით ფართოდ გამოიყენა, ასევე საბიუჯეტო პრივილეგიები გამოიყენა, როგორც ვეტო, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო საგარეო სერვისების სამსახური.[26] ეს მიდგომა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებაშიც დანერგეს, რათა სწრაფად დაებლოკათ სხვადასხვა დაგაწყვეტილება, მაგალითად SWIFT-ის მონაცემთა გაზიარების შეთანხმება აშშ-სთან.[27] ამავე ბერკეტის გამოყენება ემუქრებოდა სამხრეთ კორეასთან დადებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხებას,[28] რომელიც შემდგომში ჩაიშალა.

უფლებამოსილების გადანაწილება რატიფიკაციის პროცესზე ფართოდ აისახა. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძელზე მინისტრთა საბჭოს, კომისიის მსგავსად, უფლებები შეეზღუდა. სხვადასხხვა სფეროში კი წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება ჩამოერთვათ. საბჭოს პრეზიდენტობამ, რომელიც ყოველ ექვს თვეში იცვლება წევრ სახელმწიფოებს შორის, დაკარგა გავლენა: ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აღარ იკავებდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ ითვლებოდა ევროკავშირის წარმომადგენელი (ამ როლს ამჟამად უმაღლესი წარმომადგენელი ასრულებს).

ფუნქციონირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლისაბონის ხელშეკრულება, ცალკე, დამოუკიდებელ შეთანხმებად არ განიხილება. ვინაიდან ცალკეული დებულებები ამოღებული იქნა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან („მაასტრიხტის ხელშეკრულება“) და ასევე ევროპული საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტიდან („რომის ხელშეკრულება“). ლისაბონის ხელშეკრულებაში გაკეთდა მითითება, მთელი რიგი შესწორებებით, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაზე, რომელსაც ლისაბონის ხელშეკრულებით იურიდიულად სავალდებულო ძალა მიეცა. ევროკავშირის ხელშეკრულებას, ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და ფუნდამენტური უფლებების ქარტიას თანაბარმნიშვნელოვანი ძალა ენიჭება, სამივე იურიდიულად სავალდებულოა და ამასთანავე სამივე კომბინირებულად აყალიბებს ევროკავშირის საკანონმდებლო საფუძველს.

ფუნდამენტური უფლებების ქარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირის ფუნდამენტური ფულებების ქარტიის პრეამბულა

ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის ორმოცდათხუთმეტივე მუხლი მოიცავს როგორც პოლიტიკურ და სოციალურ, ასევე ეკონომიკურ უფლებებს. ქარტია იცავს არა მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქებიის, არამედ რეზიდენტების უფლებებსაც. მისი ტექსტი ევროპული კონვენციის ეგიდით შემუშავდა და ოფიციალურად გამოქვეყნდა 2000 წლის 7 დეკემბერს ევროპარლამენტის, მინისტრთა საბჭოსა და ევროპული კომისიის მხარდაჭერით. მიუხედავად ამისა მისი სამართლებრივი სტატუსი უცნობი იყო[29] მანამ სანამ არ მიიღეს ლისაბონის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქარტიამ იურიდიულად სავალდებულო ხასიათი მიიღო.

ევროპის კონსტიტუციის ხელშეკრულების ნაწილად მიიჩნეოდა ქარტიაც, მაგრამ კონსტიტუციის ტექსტის მიღებას მხარი აღარ დაუჭირეს. ხოლო ლისაბონის ხელშეკრულებამ წესდებაში მითითება გააკეთა სწორედ ამ ქარტიაზე და დაადგინა მისი სამართლებრივი სტატუსი, მიუხედავად იმისა რომ ქარტია ხელშეკრულების უშუალო ნაწილი არ გამხდარა. ხელშეკრულების თანახმად ევროკავშირი, თავის მხრივ, უნდა მიჰყვეს ქარტიის დებულებებს და კანონმდებლობაში ცვლილებები სწორედ მისი მუხლების შესაბამისად შეიტანოს. როგორც ხელშეკრულებებითაა განსაზღვრული, მაშინ როდესაც წევრი სახელწიფოები ევროპის სამართლის იმპლემენტაციას ახდენენ ქარტიის მოქმედების ძალა მათ იურისდიქციაზე ვრცელდება. ამგვარად ქარტია ევროკავშირის კომპეტენციის საზღვრებს გარეთ არ მოქმედებს და შესაბამისად მბოჭავი ძალაც არ გააჩნია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Official websites
Media overviews

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. eur-lex.europa.eu: " Official Journal of the European Union, ISSN 1725-2423 C 115 Volume 51, 9 May 2008, retrieved 1 June 2014
  2. Quoted from the Treaty Preamble
  3. Jens-Peter Bonde. From EU Constitution to Lisbon Treaty. Foundation for EU Democracy and the EU Democrats, გვ. 41. ISBN 87-87692-71-6. „We can still have elections, but we cannot use our vote to change legislation in the many areas where the Union is given the power to decide. It is a very, very long process to change an EU law under the Lisbon Treaty. The power to do this does not lie with the normal majority of voters. It also demands a great effort in a lot of countries to change a law.“ 
  4. 29 May 2005 European Constitution referendum: results in France fr. Minister of the Interior. ციტირების თარიღი: 15 November 2010.
  5. Marine Le Pen: "The spirit of 29 May" fr. Front National (28 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 4 November 2010.
  6. Verkiezingsuitslagen Referendum 2005—Nederland nl. Kiesraad. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 15 November 2010.
  7. Crosbie, Judith (12 December 2008). „Ireland to hold second referendum“. POLITICO. ციტირების თარიღი: 28 April 2019.
  8. „Ireland backs EU's Lisbon Treaty“. BBC News. 3 October 2009. ციტირების თარიღი: 28 April 2019.
  9. Constitutional Treaty: the "reflection period". EurActiv (1 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2007. ციტირების თარიღი: 26 June 2007.
  10. Martin Kurth (2007). "Square root voting in the Council of the European Union: Rounding effects and the Jagiellonian Compromise". arXiv:0712.2699 [math.GM].
  11. Presidency Conclusions Brussels European Council 21/22 June 2007 (PDF). Council of the European Union (23 June 2007). ციტირების თარიღი: 26 June 2007.; Honor Mahony. (21 June 2007) Stakes high as EU tries to put 2005 referendums behind it. EU Observer. ციტირების თარიღი: 26 June 2007.
  12. Bruno Waterfield and Toby Helm (23 July 2007). „EU treaty must be re-written, warn MPs“. London: The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2021.
  13. Draft Reform Treaty – Projet de traité modificatif. Council of the European Union (24 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 24 July 2007.
  14. Parliament to give green light for IGC. Euractiv.com (9 July 2007). ციტირების თარიღი: 9 July 2007.
  15. Kubosova, Lucia. (20 July 2007) Poland indicates it is ready to compromise on EU voting rights. EU Observer. ციტირების თარიღი: 20 July 2007.
  16. Proud Portugal leaves mixed EU presidency record, EUobserver.
  17. José Sócrates on the signing of the Treaty of Lisbon
  18. AFP: Government wins first round in battle over EU treaty. Afp.google.com (21 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 26 October 2011.
  19. Castle, Stephen; Bowley, Graham. Treaty on Running European Union Is Signed (14 December 2007).
  20. Hansard: Volume No. 470 Part No. 34 House of Commons Debates January 21, 2008 and see Division #50.
  21. Lisabonská smlouva začne platit 1. prosince cs. Radio Praha. ციტირების თარიღი: 14 November 2009.
  22. Lisabonská smlouva začne platit 1. prosince cs. Radio Praha. ციტირების თარიღი: 14 November 2009.
  23. Article 6(2) of the Lisbon Treaty.
  24. „Timeline: The road to Lisbon“. BBC News. 3 November 2009. ციტირების თარიღი: 4 November 2009.
  25. A Van Barroso?. EU Observer (15 April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2010. ციტირების თარიღი: 16 April 2010.
  26. Member states to signal broad backing for diplomatic service blueprint, EU Observer
  27. European parliament rejects SWIFT deal for sharing bank data with US, DW World
  28. Korean trade deal could fall under Lisbon rules, EU Observer
  29. Craig, Paul (2007). „Chapter 11 Human rights in the EU“, EU Law: Text, Cases and Materials, 4th, Oxford: Oxford University Press, გვ. 379. ISBN 978-0-19-927389-8.