რესპუბლიკა (პლატონი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1713 წლის გამოცემა

რესპუბლიკა (ბერძნულად:Πολιτεία პოლითეია) არის პლატონის მიერ დაწერილი დიალოგი ჩვ. წ. აღ–მდე 380 წელს, რომლის მთავარი მოქმედი ფიგურა სოკრატეა. წიგნი ეხება ისეთ თემებს როგორიცაა სიმართლე, კანონი, სამართლიანი ქალაქი და სამართლიანი ადამიანი. ეს არის პლატონის ცნობილი ნამუშევარი. იგი ისტორიულად და ინტელექტუალურად ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორის ნაშრომად ითვლება. მასში, სოკრატე სხვადასხვა ათენელებთან და უცხოელებთან ერთად მსჯელობს სიმართლის არსზე და განიხილავს არის თუ არა სამართლიანი კაცი უსამართლოზე უფრო ბედნიერი ქალაქში, რომელიც ფილოსოფოსი–მეფის მიერ იმართება. ნაწარმოების გმირები ასევე მსჯელობენ ფორმების თეორიაზე, სულის უკვდავებაზე და ფილოსოფოსისა და პოეტის როლზე საზოგადოებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]