რესიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რესიფე)
მუნიციპალიტეტი
რესიფი
Recife
დროშა გერბი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
რეგიონი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი
შტატი პერნამბუკუ
კოორდინატები 8°03′00″ ს. გ. 34°53′00″ დ. გ. / 8.05000° ს. გ. 34.88333° დ. გ. / -8.05000; -34.88333
დაარსდა 1537
ფართობი 218 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 1,653,461 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 6,885.3 კაცი/კმ²
აგლომერაცია 3.646.204
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი 81
საფოსტო ინდექსი 50000-000
ოფიციალური საიტი recife.pe.gov.br
რესიფი — ბრაზილია
რესიფი

რესიფი[1] (პორტ. Recife) — ქალაქი ბრაზილიაში, პერნამბუკუს შტატის დედაქალაქი. ბრაზილიის სიდიდით მე-4 ალგომერაცია, რომელშიც 4 054 866 ადამიანი ცხოვრობს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ქალაქში 1 653 461 ადამიანი ცხოვრობს.[2][3][4] ქალაქი 1537 წელს დაარსდა და პერნამბუკუს საკაპიტანოს დედაქალაქს წარმოადგენდა, რომელიც შაქრის ლერწმის წარმოებით იყო ცნობილი.[5] მე-17 საუკუნეში რესიფი ახალი ჰოლანდიის დედაქალაქი იყო. ქალაქი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს პორტს წარმოადგენს. უამრავი ხიდისა და კუნძულების, ასევე არქიტექტურის გამო ქალაქს ხშირად „ბრაზილიურ ვენეციას“ უწოდებენ. 2010 წლისთვის, რესიფი აგი-ს მიხედვით ბრაზილიის მე-2 ყველაზე განვითარებული ქალაქია (პალმასის შემდეგ).[6]

რესიფის ალგომერაცია პერნამბუკუს შტატის უდიდესი ინდუსტრიალური ზონაა. მეოცე საუკუნის 70-იან–80-იან წლებში რესიფიში უამრავი კომპანია და საწარმო შეიქმნა, რამაც ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის კომერციულ ცენტრად გახადა, რომელიც (ალგომერაციის ჩათვლით) 85 000-ზე მეტ საწარმოს მოიცავს.[7]

რესიფი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიის ტურისტული ცენტრია. ქალაქში მდებარე ისტორიული რაიონი ოლინდა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელი „რესიფი“ სიტყვა რიფის ძველი პორტუგალიური შესატყვისიდან, „არესიფიდან“ მომდინარეობს (პორტ. Arrecife), რომელიც არაბული სიტყვა „რასიფიდან“ (არაბ. رصيف) წარმოიშვა, რაც ბილიკს, რიფების ხაზს ნიშნავს. ჟოსე პედრო მაჩადოს ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „არესიფის“ გამოყენება 1258 წლიდან იწყება. შესაბამისად, ქალაქის სახელწოდება გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე შეირჩა, რომელიც პირველად ლოპეს დე სოუზას დღიურში მოიხსენიება, სადაც მას „ბარა დუს არესიფის“ (პორტ. Barra dos Arrecifes) უწოდებს (1532).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის მიერ კოლონიზაციამდე, დღევანდელი რესიფის ტერიტორიაზე ადგილობრივი ტომები ცხოვრობდნენ, რომელთა საქმიანობა შედგებოდა ნადირობისგან და მიწათმოქმედებისგან.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში პორტუგალიელები მხოლოდ 1501 წელს ჩავიდნენ. 1535 წელს დუარტე კოელიუმ პორტუგალიის მეფისგან პერნამბუკუში საკაპიტანოს დაარსების უფლება მიიღო, ხოლო მომდევნო წელს ქალაქი ოლინდა დააარსა. უშუალოდ რესიფის წარმოქმნის პროცესი სწორედ ოლინდას დაარსებას უკავშირდება. სხვადასხვა დოკუმენტებში რესიფი ხშირად არის ნახსენები, როგორც პატარა მეთევზეთა სოფელი.[8] აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის პერიოდში რესიფი ნიდერლანდების მიერ იყო დაკავებული.

ნიდერლანდელთა შემოჭრამდე, რესიფი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მხოლოდ პორტის გამო იყო. იქაური მდიდრები უმეტესად ოლინდაში იყვნენ დასახლებული, რომელიც შემაღლებულ ადგილზე მდებარეობა, რაც მის დაცვას აადვილებდა. რესიფის დასაცავად ქალაქის გარშემო კედლები იქნა აგებული, რომლებიც ასევე საზღვრავდნენ ქალაქის სანაპირო ნაწილს, რადგანაც რესიფი მეკობრეებისგან დაუცველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის კოლონიის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 144.
  2. Mais da metade da população vive em 294 arranjos formados por contiguidade urbana e por deslocamentos para trabalho e estudo pt. Brazilian Institute of Geography and Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 28, 2015. ციტირების თარიღი: March 16, 2017
  3. Arranjos Populacionais e Concentrações Urbanas do Brasil pt. Brazilian Institute of Geography and Statistics. ციტირების თარიღი: March 16, 2017
  4. Estimativas da população residente no Brasil e Unidades da Federação com data de referência em 1º de julho de 2016 pt. Brazilian Institute of Geography and Statistics. ციტირების თარიღი: March 16, 2017
  5. Entrevista com Laurentino Gomes: um mergulho na origem da exclusão social pt. Folha de Pernambuco. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 28, 2019. ციტირების თარიღი: April 19, 2019
  6. | Atlas do Desenvolvimento Humano no Brasil. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2014. ციტირების თარიღი: November 27, 2014
  7. Recife Municipal Profile. ციტირების თარიღი: October 5, 2019
  8. Prefeitura de Olinda. Foral de Olinda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 01-03-2015. ციტირების თარიღი: 2-3-2015.
  9. Luiz Geraldo Silva. A Faina, a Festa e o Rito. Uma etnografia histórica sobre as gentes do mar (sécs XVII ao XIX) გვ. 122. Google Books. ციტირების თარიღი: 1.7.2016