რესან ჰანიმეფენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რესან ჰანიმეფენდი
მშობლიური სახელი Resan Hanımefendi
დაბადების სახელი აიშე
დაბადების თარიღი 28 მარტი 1860
ართვინი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი 1910
სტამბოლი, თურქეთი
დაკრძალულია ეიუფის სასაფლაო
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) მურად V
შვილ(ებ)ი ფატმა სულთანი
ალიე სულთანი

რესან ჰანიმეფენდი დაბადების სახელი აიშე, სხვა სახელი — რეზანი ( დ. 28 მარტი, 1860 — გ. 31 მარტი, 1910) — ოსმალეთის 33-ე სულთნის, მურად V-ის ქართველი ცოლი.ფატმა სულთნის და ალიე სულთნის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესან ჰანიმეფენდი დაიბადა ომერ-ბეის და ფატმა ჰანიმის ოჯახში. მისი დაბადების სახელი იყო აიშე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი ქართული წარმოშობისაა. რესანი მიიყვანეს სასახლეში ერთი წლის ასაკში თავის დასთან, გიულთენ ჰანიმთან ერთად. რესანს ასევე ჰყავდა ნახევარდა სახელად შაიესთე ჰანიმი. იგი მიიყვანეს აბდულმეჯიდ I-ის ქალიშვილის, სენიჰა სულთნის სასახლეში, სადაც მან და მისმა დამ მიიღეს განათლება. დის მსგავსად რესანიც მსახურობდა სასახლის კარზე. თუმცა მალე რესანი სულთან მურად V-მ შეამჩნია და 1877 წლის 2 ნოემბერს მასზე დაქორწინდა. მისი ქორწილის შემდეგ გიულთენი რესენის სეფექალი გახდა. მურად V-ის სხვა ცოლი, ფლიზთენ ჰანიმეფენდი შემდეგნაირად იხსენებს რესენს:

ვიკიციტატა
„რესანი და მისი ნახევარ და შაიასთე მთავარმა ქალფამ ჩვენს მბრძანებელს აჩუქა მისი ტახტზე ასვლის დღესთან დაკავშირებით. სანამ ჩირაღანის სასახლეში ვიყავით მას პირველად ეყოლა ფატმა სულთანი, მოგვიანებით კი — ალიე სულთანი. მიუხედავად იმისა, რომ რესანის ქმედებები ეწინააღმდეგებოდა სასახლის წესებს, ჩვენმა მბრძანებელმა მას ჰანიმეფენდის ტიტული უბოძა...“

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურად V-ის გარდაცვალების შემდეგ 1904 წელს რესანი ცხოვრობდა ჩირაგანის სასახლეში იქამდე სანამ 1908 წლის 16 დეკემბერს დაიწყებოდა მეორე კონსტიტუციური ერა. ჩირიგანის სასახლის დატოვების შემდეგ ის ცხოვრობდა თავის ქალიშვილთან, ფატმა სულთანთან ერთად. რესან ჰანიმეფენდი გარდაიცვალა 1910 წლის 31 მარტს სტამბოლში. დაკრძალულია ეიუფის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]