რეპოლუსტის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეპოლუსტის მღვიმე
Repolusthöhle
რეპოლუსტის მღვიმე
რეპოლუსტის მღვიმე
კოორდინატები: 47°13′44″ ჩ. გ. 15°20′51″ ა. გ. / 47.22889° ჩ. გ. 15.34750° ა. გ. / 47.22889; 15.34750
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ტერიტორიული ერთეული შტირია
სიგრძე 66,06 მ
აღმოჩენის წელი 1910
რეპოლუსტის მღვიმე — ავსტრია
რეპოლუსტის მღვიმე

რეპოლუსტის მღვიმე (გერმ. Repolusthöhle) — მღვიმე ავსტრიაში. მდებარეობს შტირიის მხარეში, პეგაუს თემის ჩრდილოეთით. რეპოლუსტის მღვიმეში აღმოჩენილია ავსტრიაში ადამიანის მოსახლეობის უძველესი კვალი. შემორჩენილი ცეცხლის კვალის საფუძველზე დგინდება, რომ აქ ადამიანი დაახლოებით 300 000 წლის წინ სახლობდა.

მღვიმე 1910 მაღაროელმა ანტონ რეპოლუსტმა აღმოაჩინა. მოგვიანებით, ათი წლის შემდეგ ჰერმან ბოკმა დაიწყო მღვიმის გამოკვლევა და საცდელი გათხრებისას წააწყდა ქვის იარაღებს. 1948 წელს დაიწყო არქეოლოგიური გათხრების კამპანია, რის შედეგადაც აღმოჩდა სხვადასხვა პერიოდის 2 000-ზე მეტი ქვის, ძვლის იარაღები, კერამიკული ნაშთები. მოგვიანებით, 1980-იან წლებში გერნოტ რაბედერის მეთაურობით ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა მღვიმის დათვის ძვლები და დადგინდა, რომ აღმოჩენილის ერთი ნაწილი დაახლოებით 100 000 წლის წინანდელი იყო. საერთო ჯამში, აღმოჩენილი ნივთები თავსდებიან 210 000-ზე მეტწლიან დროის მონაკვეთში.

სხვადასხვა ფენებზე აღმოჩნდა ძუძუმწოვართა 5 000-ზე მეტი ნაშთი, მათ შორის მღვიმის დათვის, გარეული ღორის, თახვის, მაჩვისა და ტყის კატის ძვლები.

ვარაუდობენ, რომ რეპოლუსტის მღვიმის ადამიანები იყენებდნენ უძველეს სამკაულებს, რომლებიც მოკლული მგლების საჭრელი კბილებისაგან ან დამუშავებული ქვებისაგან იყო დამზადებული[1].

აღმოჩენილი ექსპონატები დღეს დაცულია იოანეუმის უნივერსალურ მუზეუმში, ქალაქ გრაცში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fladerer F. A., Fuchs G., Fürnholzer J.: Untersuchungen zur Fundschichtbildung in der Repolusthöhle, Steiermark. Fundber. Österr. 37 (1998), Wien 1999, გვ. 143 -172.
  • Fuchs G., Fürnholzer J., Geyh M. A.: Stratigraphie und Datierung der Ablagerungen in der Repolusthöhle, Arch. Österr. 8/2, 1997, გვ. 39 - 41.
  • Fuchs G., Fürnholzer J., Fladerer F. A.: Untersuchung zur Bildung der Fundschichten in der Repolusthöhle, Steiermark, Fundber. Österr. 37, 1998, Wien 1999,143 - 172 (თანდართული ბიბლიოგრაფიით)
  • Fürnholzer J.: Neues zur Repolusthöhle (Kat.-Nr. 2837/1), Arch. Österr. 7/1, 1996, გვ. 31-32.
  • Maria Mottl: Die Repolusthöhle, eine Protoaurignacien-Station bei Peggau in der Steiermark, Verhandl. Geol. Bundesanstalt 10-12, 1949.
  • Maria Mottl: Das Protoaurignacien der Repolusthöhle bei Peggau, Steiermark, Arch. Austriaca 5, 1950, გვ. 6-17.
  • Maria Mottl: Die Repolusthöhle bei Peggau (Steiermark) und ihre eiszeitlichen Bewohner, Arch. Austriaca 8, 1951, გვ. 1-78.
  • Maria Mottl: Neue Grabungen in der Repolusthöhle bei Peggau in der Steiermark in Mitteilungen des Museums für Bergbau, Geologie und Technik am Landesmuseum "Joanneum Graz" Heft 15.
  • Heinrich und Ingrid Kusch: Höhlen der Steiermark. Steirische Verlagsgesellschaft 1998, ISBN 3-85489-007-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Robert G. Bednarik: The technology and use of beads in the Pleistocene, in: Archaeology of Gesture, Cork 2005.