რენი ჰარლინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რენი ჰარლინი
Renny Harlin
დაბ. სახელი ლაური მორიც ჰარიოლა
დაბ. ადგილი რიიჰიმიაკი, ფინეთი
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1959 (1959-03-15) (55 წლის)
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
მსახიობი
პროდიუსერი
წლები 1980–დღემდე
მეუღლე(ები) ჯინა დევისი (1993–1998)

რენი ჰარლინი (ფინ. Renny Harlin; დ. 15 მარტი 1959, რიიჰიმიაკი, ფინეთი) — ფინელი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ჰოლივუდში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

რენი ჰარლინი დაიბადა ფინეთში ექიმების ოჯახში.[1] დაამთავრა ჰელსინკის უნივერსიტეტი. 20 წლის ასაკში ორგანიზაცია გაუწია საკუთარი კომპანიის შექმნას, რომელიც მიმართული იყო მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების დადგმების მიმართ. 1979 წელს გადაიღო თავის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი („Huostaanotto“). ფილმი უჩვენეს მხოლოდ ფინურ ტელევიზიაში. 1985 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.[2] რენი ჰარლინის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია „ამერიკელად დაბადებული“. ფინეთში აღნიშნულ კინოს ტაბუ დაადეს.[2]

მისი ფილმები გამოირჩევა დაძაბულობით, მოვლენების მოულოდნელი განვითარებით, ემოციით. რენი ჰარლინი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1990 წლებში, სადაც არაერთი ცნობილი კინოფილმი დადგა. მ. შ. აღსანიშნავია: „საშინელება თელების ქუჩაზე 4: სიზმრების მბრძანებელი“, „კერკეტი კაკალი 2“ და სხვ.

1993 წელს გადაიღო ცნობილი კინოფილმი „მთამსვლელი“, სადაც მთავარი როლი სილვესტერ სტალონემ შეასრულა. შემდეგ წლებში ერთბაშად წარმატებით მოღვაწეობდა. 1995 წელს გადაიღო „თავზეხელაღებულთა კუნძული“, ხოლო 1996 წელს „ხანგრძლივის კოცნა ძილის წინ“. ორივე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰარლინის იმდროინდელ მეუღლეს ჯინა დევისს ხვდა წილად.

რენი ჰარლინის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ფილმი „აგვისტოს 5 დღე“, სადაც ერთბაშად ჰოლივუდის მრავალმა არტისტმა მოიყარა თავი. ფილმი მოგვითხრობს რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებზე, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს დღეებში დაფიქსირდა. ფილმის მთავარი გმირია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომლის იერსახე ენდი გარსიამ განასახიერა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Renny Harlin Biography (1959-)
  2. 2.0 2.1 Biography for Renny Harlin. წაკითხვის თარიღი: 2009-11-04.