რენდოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენდოვა
მშობ. სახელი: ინგლ. Rendova

კუნძულ რენდოვას ადგილმდებარეობა
გეოგრაფია
8°32′ ს. გ. 157°20′ ა. გ. / 8.533° ს. გ. 157.333° ა. გ. / -8.533; 157.333
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 411,3 კმ²
უმაღლესი წერტილი 1060 მ
პროვინცია დასავლეთი პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 3679 (1999)
სიმჭიდროვე 8,945 ად. /კმ²

რენდოვა (ინგლ. Rendova) — ვულკანური კუნძული ნიუ-ჯორჯიის კუნძულების, სოლომონის არქიპელაგის ჯგუფში[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების დასავლეთი პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-ჯორჯიის კუნძულები რუკა.

რენდოვას კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული ახალი გეორგია, აღმოსავლეთით — კუნძული ვანგუნუ.

რენდოვას კუნძული წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, რომელიც ზოგიერთ ადგილას გარშემორტყმულია მარჯნის რიფით და ფორმით ჰგავს მართკუთხედს[1]. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 40 კმ-ს[2]. კუნძულის ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი აღწევს 1060 მეტრს[1]. ჩრდილოეთით მდებარეობს ლაგუნა როვიანა.

კუნძულზე კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა[1]. რენდოვაზე ხდება მიწისძვრები და ციკლონები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი[3] და 1971 წლამდე იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანის ტერიტორიების ნაწილი[3].

1943 წლის 21 ივნისს მოკავშირეებმა კუნძულზე განახორციელეს შეტევა, რომ ჩაეშალათ კუნძულ ახალ გეორგიაზე განლაგებული იაპონური გარნიზონის მომარაგება. რენდოვას კუნძულის ორიათასკაციანი იაპონური გარნიზონი მოკლე დროში გაანადგურა ექვსიათასკაციანმა ამერიკულმა დესანტმა[4].

1978 წლიდან რენდოვას კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს რენდოვას კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3679 ადამიანს[2]. კუნძულელები ლაპარაკობენ ორ პაპუასურ ენაზე: ტოუო (1874 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის სამხრეთ ნაწილში) და უგელე (1202 მოლაპარაკე 1999 წელს; გავრცელებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში)[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]