რელიგია შვედეთში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაძარი უფსალაში

რელიგია შვედეთში (შვედ. Religion i Sverige) — რელიგიური წარმოდგენების ერთობლიობა, რომლის აღმსარებლობა შვედეთის მოქალაქეთათვის ქვეყნის კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ისტორია[რედაქტირება]

ქრისტიანობა[რედაქტირება]

შვედეთის ეკლესია[1]
წელი მოსახლეობა წევრთა ოდენობა  %-ში
1972 8,146,000 7,754,784 95.2 %
1980 8,278,000 7,690,636 92.9 %
1990 8,573,000 7,630,350 89.0 %
2000 8,880,000 7,360,825 82.9 %
2005 9,048,000 6,967,498 77.0 %
2006 9,119,000 6,893,901 75.6 %
2007 9,179,000 6,820,161 74.3 %
2008 9,262,000 6,751,952 72.9 %
2009 - 6,664,064 71.3 %[2], [3] [4]
2010 - 6,589,769 70.0 %

ქრისტიანობა შვედეთში X საუკუნეში შევიდა ანსგარის საგანმანათლებლო მოღვაწეობის შედეგად. მანვე მოაქცია პირველი შვედები ქრისტიანულ რჯულზე.

ლუთერანობა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შვედეთის ეკლესია.

შვედეთის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება, თუმცა ამ საეკლესიო დენომინაციის ოფიციალურ წევრთა რაოდენობის შემცირება შეინიშნება.

მართლმადიდებლობა[რედაქტირება]

წმინდა ანსგარს, რომელმაც ქრისტიანობას პირველმა გაუდგა ფესვები ქვეყანაში, საკუთარ წმინდანად აღიარებს როგორც ორთოდოქსული, ასევე ლუთერანული ეკლესია და ერთიანი, განუყოფელი ეკლესიის წარმომადგენლად მიიჩნევს. დღესდღეობით ქვეყანაში მართლმადიდებელთა საერთო რაოდენობა 100 ათასს არ აჭარბებს, რაც მოსახლეობის 1%-ს არ აღემატება. მართლმადიდებელთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან სერბები, ბერძნები, რუმინელები და რუსები. გვხვდება ასევე მცირერიცხოვანი მართლმადიდებლური ჯგუფები ესტონელების, ფინელებისა და ქართველების სახით.

კათოლიციზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კათოლიციზმი შვედეთში.

ისლამი[რედაქტირება]

მეჩეთი ფიტეში
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ისლამი შვედეთში.

2010 წლის შეფასებით შვედეთში 250-დან 450 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს და მეჩეთებიც რამდენიმე დიდ ქალაქშია აგებული.

იუდაიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იუდაიზმი შვედეთში.

2010 წლის აღწერით შვედეთში 18 ათასი ებრაელი ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]