რეკომბინაცია (ბიოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეკომბინაცია — გენეტიკური მასალის გაცვლის პროცესი. ხორციელდება სხვადასხვა მოლეკულების გახლეჩვისა და შეერთების გზით. რეკომბინაცია ხდება დნმ-ში ორჯაჭვიანი გახლეჩვების რეპარაციისას, აგრეთვე ეუკარიოტებში, ბაქტერიებსა და არქეებში რეპლიკაციური ჩანგლის შეჩერების შემთხვევაში რეპლიკაციის გასაგრძელებლად. ვირუსებში რეკომბინაცია ხდება მათი გენომების რნმ-ის მოლეკულებს შორის.

ეუკარიოტებში რეკომბინაცია, როგორც წესი, ხდება მეიოზის პროცესში, კროსინგოვერის დროს, კერძოდ კი, ცხოველებში სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების ფორმირებისას. რეკომბინაცია, დნმ-ის რეპლიკაციასთან, რნმ-ის ტრანსკრიფციასა და ცილების ტრანსლაციასთან ერთად განეკუთვნება ევოლუციის შედეგად ადრე წარმოქმნილი ფუნდამენტალური პროცესების რიცხვს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]