რეზედა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რეზედა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Reseda | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
რეზედა (Reseda), ბალახოვან მცენარეთა გვარი რეზედასებრთა ოჯახისა. 60-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება 3, მათ შორის 1 კავკასიის ენდემია. ხარობს მშრალსა და ქვიან ფერდობებზე, ხშირად კირქვიანებზე, ზოგიერთი — ნათესებში სარეველადაც. ყანის რეზედას (Reseda lutea) მიწისზედა ნაწილები შეიცავს ყვითელ საღებავს. ბაღის რეზედა (Reseda odorata) მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ. ყველა თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 8, გვ. 337, თბ., 1984
სტატიის