რევაზ სიხარულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიხარულიძე.

რევაზ ილიას ძე სიხარულიძე (დ. 1 მაისი, 1921, თბილისი — გ. 17 ნოემბერი, 1973, იქვე) — ქართველი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ იაკობ ნიკოლაძე და ნიკოლოზ კანდელაკი. 1945 წელს წარჩინებით დაამთავრა აკადემია. 1946–1959 წლებში პერიოდულად მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენებში. რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთები დადებითად აფასებდა ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებას, მის მიერ მაღალი გემოვნებით ხეზე შესრულებულ მინიატურულ კომპოზიციას, ქვის დამუშავების თავისებურ მანერასა და ტექნიკას. ნიჭიერი მოქანდაკე ავადმყოფობის გამო ადრევე ჩამოსცილდა თავის საყვარელ სპეციალობას და ხელი მიჰყო მთარგმნელობით საქმიანობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ დიდი გემოვნებით ნათარგმნი ალექსანდრე კუპრინის მოთხრობები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 324, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]