რედბონ-კუნჰაუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედბონ-კუნჰაუნდი
წარმოშობის ქვეყანა აშშ
თვისებები
წონა მამრი 20-25 კგ.
მდედრი 15-20კგ.
სიმაღლე მამრი 25-28 სმ.
მდედრი 22-25 სმ.
ბეწვი მოწითალო,მოწითალო-თეთრში
ძაღლი (Canis lupus familiaris)

რედბონ-კუნჰაუნდი (ინგლ. Redbone Coonhound) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი აშშ-ში XIX საუკუნეში.

ჯიშს, შესაძლოა ეს სახელი დაერქვა ტენესელი პიტერ რედბონის პატივსაცემად, თუმცა ძირითადად ამ ჯიშს ჯორჯიაში აშენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რედბონს ფეხებზე, სახეზე და მკერდზე ცოტაოდენიც ფეხებზე თეთრი ბალანი აქვს, იგი ერთადერთი ერთფეროვანი კუნჰაუნდია.

ყველა კუნჰაუნდი მონადირეა და მისი გაწვრთნა არ არის რთული. სხვა კუნჰაუნდების მსგავსად რედბონი ყურადღებიანი და აქტიურია, შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ ნიადაგზე.

რედბონ-კუნჰაუნდის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს მოწითალო-ჟღალით, ჟღალი-თეთრით. კარგად ეგუება სიცხეს და სიცივეს. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]