რეგილის ტბასთან ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგილის ტბასთან ბრძოლა
ტარკვინიუსის მიერ ტახტის დაბრუნების მცდელობების ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 496
მდებარეობა რეგილის ტბა
Casus belli რომის ტახტის დაბრუნება
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომაელები ეტრუსკები ან ლათინები
მეთაურები
აულუს პოსტუმიუსი, აებიტუს ჰელვა ოქტავიანე მამილიუსი, ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი
ძალები
24000 ქვეითი 3000 მხედარი 40000 ქვეითი 3000 მხედარი
რეგილის ტბასთან ბრძოლა ვიკისაწყობში

რეგილის ტბასთან ბრძოლა ტიტუს ლივიუსის ცნობით მოხდა ტიტუს ებუტიუსის და გაიუს ვეტურისის კონსულობის დროს, რომის დაარსებიდან 255 წელს. ომის მიზეზი გახდა რომისა და ლაციუმის 30 ქალაქის გაერთიანებას შორის მეტოქეობა. ლათინური ქალაქების გაერთიანჯებას ოქტავიანე მამილიუსი ედგა სათავეში.

ომისთვის მზადება ჯერ კიდევ ძვ. წ. 499 წელს დაიწყო, ძვ. წ. 496 წელს რომაული ჯარები დიქტატორი ავლუს პოსტუმიუსის და ტიტუს ებუციუსის მეთაურობით რეგილის ტბასთან შეხვდნენ მტრის ჯარს. ლათინური ჯარის ერთ-ერთი მეთაური იყო რომიდან განდევნილი მეფე ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი, ხოლო მეორე მეთაური იყო ოქტავიუს მამილიუსი, სუპერბუსის ნათესავი. ლათინებთან ერთად რომიდან განდევნილი მეფის მომხრეების იბრძოდნენ, ლუციუს ტარკვინიუსის ვაჟის, ტიტუს ტარკვინიუსის მეთაურობით. ძალიან სასტიკი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, ტარკვინიუსი გაემართა დიქტატორისკენ, პოსტუმიუსმა სძლია მას და დაჭრა ფერდში. მისმა მომხრეებმა ტარკვინიუსი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მეორე ფლანგზე კი მხედრების მეთაური ებუციუსი შეებრძოლა მამილუსს, ეს უკანასკნელი მკერდში დაიჭრა, ხოლო ებუციუსი ხელში. ტარკვინიუსები გააფთრებულნი იბრძოდნენ და თავიდან სძლიეს კიდეც რომაელებს, მაგრამ შემდეგ რომის დიქტატორმა მოუწოდა ჯარს შეტევისკენ და ალყაში მოაქციეს რომიდან დევნილი მეფის მომხრეები. მძიმე ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მამილუსიც დაიღუპა. დიქტატორმა ავლუს პონტუმიუსმა შეამჩნია რომ რომაელი ქვეითები უკვე დასუსტდნენ და ვეღარ იბრძვიან, ამიტომ მოუწოდა მხედრებს რომ ცხენების გარეშე, ქვეითების მხარდამხარ ებრძოლათ.

ამის შემდეგ რომაელებმა სძლიეს ლათინებს და დაიკავეს მტრის ბანაკი. დიქტატორი და მხედრების მეთაური ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდნენ.

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]