რეალ ვალიადოლიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეალ ვალიადოლიდი (ესპ. Real Valladolid Club de Fútbol დაარსდა 1928 წლის ივნისში, ქალაქ ვალიადოლიდში. გუნდის საშინაო არენაა Estadio José Zorrilla, რომელიც 26,512 მაყურებელს იტევს. ეს სტადიონო 1982 წელს აშენდა და პოეტ ხოსე სორილია ი მორალის სახელს ატარებს.

გუნდი პრიმერა დივიზიონში პირველად 1947-48 წლების სეზონში აღზევდა. ამავე წელს გუნდი გავიდა კოპა დელ რეის (ესპანეთის თასი) ფინალში,სადაც დამარცხდა ბილბაოს ატლეტიკთან. ჩამარტინის (ასე ერქვა რეალის საშინაო არენას, სანამ სანტიაგო ბერნაბეუ აშენდებოდა) სტადიონზე გამართული მატჩი 4-1 დასრულდა. ამ სეზონის შემდეგ 10 წელი გუნდი არ გავარდნილა პრიმერა დივიზიონიდან. ამის შემდეგ გუნდი მერყეობდა სეგუნდა დივიზიონსა და პრიმერას შორის.

2006/2007 წლების სეზონში გუნდს სათავეში ჩაუდგა ხოსე ლუის მენდილიბარი და ამ სეზონში გუნდა დაამყარა სეგუნდა დივიზიონის რეკორდი. ბასკი მწვრთნელის გაწვრთნილმა გუნდა 88 ქულა მოაგროვა. კლუბმა მოახერხა ზედიზედ 27 წაუგებელი მატჩის ჩატარება.

გუნდი ნამყოფია ესპანეთის თასის ფინალში ორჯერ (1950, 1989).

პრიმერა დივიზიონში საუკეთესო შედეგია მეოთხე ადგილი (1963).

ასევე გუნდს ეკუთვნის ყველაზე სწრაფი გოლის რეკორდი. Joseba Llorente-მ 2008 წლის 20 იანვარს ესპანიოლთან მატჩში გოლი 7.42 წამში გაიტანა.