რბილტყავიანი კუები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რბილტყავიანი კუები
Trionyx triunguis
Trionyx triunguis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: რბილტყავიანი კუები
ლათინური სახელი
Trionychidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რბილტყავიანი კუები (ლათ. Trionychoidea) — მტკნარი წყლის კუთა რიგი. მათი გაბრტყელებული სხეული და ფარი დაფარულია რბილი ტყავით. თავი ბოლოვდება ხორთუმით, რომლის წვეროზე ნესტოებია განლაგებული. თათებზე აპკია გაჭიმული დამატებითი სუნთქვის ორგანო — ხახის ლორწოვანი გარსის გამონაზარდები, რაც საშუალებას აძლევს დიდხანს დარჩნენ წყლის ქვეშ. ძალზე მოძრავი მტაცებლები არიან. იკვებებიან ძირითადად თევზებითა და მოლუსკებით. მრავლდებიან ხმელეთზე. რიგში 2 ოჯახის 23 სახეობაა. გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. რბილტყავიანი კუები რამდენიმე ათეულ კვერცხს დებენ. რბილტყავიანი კუები მეტად ავები არიან და მწარედ იკბინებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება]