რახსის ბრძოლა 1118 — დავით აღმაშენებლის ბრძოლა მდინარე რახსის (არეზის) პირას თურქ-სელჩუკებთან. ნახიდურს დავით აღმაშენებელმა გაიგო თურქ-სელჩუკების ჯავახეთში შესევისა და ბეშქენ ჯაყელის მოკვლის ამბავი. მეფე, მიუხედავად ზოგი დიდებულის წინააღმდეგობისა, თავისი ლაშქრით დაიძრა და რახსის პირას მდგომ თურქ-სელჩუკებს შეებრძოლა. საქართველოს ლაშქარმა სძლია მტერს - მრავალი ამოწყვიტეს, ბევრი ტყვედ ჩაიგდეს და დიდი ნადავლიც წამოიღეს.