რაჭის მიწისძვრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაჭის მიწისძვრა — 1991 წლის მიწისძვრა რაჭაში (საქართველო).

ისტორია[რედაქტირება]

1991 წლის 29 აპრილს 9 სთ-სა და 12 წუთზე გრინვიჩის დროით მოხდა მიწისძვრა. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6.9, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში - 9 ბალი. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა.

შედეგები[რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება]

მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი.

შენობები[რედაქტირება]

მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, 1000-მდე საწარმო და სხვა ობიექტი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე ადამიანი. მიწისძვრით მიყენებული ზარალი 10 მილიარდ მანეთად (1991 წლის კურსით) შეფასდა.

აფტერშოკები[რედაქტირება]

მიწისძვრას მოჰყვა დიდი რაოდენობით აფთერშოკები. მათგან ზოგიერთი იყო საკმაოდ ძლიერი და დამატებითი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

რაჭის მიწისძვრიდან წელიწადნახევრის შემდეგ 1992 წლის ოქტომბერში მოხდა ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდა 6.5, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი იყო. ეპიცენტრი ბარისახოსთან მდებარეობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]