რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
RachaLocationinGeorgia.svg
ადმინისტრაციული ცენტრი ამბროლაური
რეგიონის კოდი GE-RL
რაიონი 4
ფართობი 4 954 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 50 969 (2002)

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

რუკა მუნიციპალიტეტები
RLKSM-ka.svg
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ონის მუნიციპალიტეტი
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

მხარის ფართობი შეადგენს 4 954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 51 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 10 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება]

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა — 4, სოფლის საკრებულოები — 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი).

მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:

  • ოთარ სირაძე 2004–2008
  • დავით გაგოშიძე 2008–2012
  • გიორგი ჭელიძე, 16 ოქტომბერი, 2012 წლიდან დღემდე

მოსახლეობა[რედაქტირება]

  • მოსახლეობის რიცხოვნობა — 48 525 კაცი
    • მათ შორის: ქალაქის — 9 302 კაცი; სოფლის — 39 223 კაცი;
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე — 10,05 კვ.კმ-ზე;
  • მოსახლეობის მთლიანი რაოდენობიდან:
    • დასაქმებულია ეკონომიკაში — 19 053 კაცი,
    • უმუშევართა რიცხოვნობა — 4 797 კაცი;

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:

  • ქართველი — 99.3%,
  • ოსი — 0.2%,
  • რუსი — 0.2%,
  • აზერბაიჯანელი — 0.1%,
  • აფხაზი — 0.1%,
  • სხვა — 0.1%,

მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში:

ეკონომიკა[რედაქტირება]

მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მეკარტოფილეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა.

  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი: 107 121.5 ათ. ლარი

აქედან:

  • მრეწველობა — 12 999.5 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 12%;
  • მშენებლობა — 10 027 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 9%;
  • სოფლის მეურნეობა — 63 300 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 59%.
  • მომსახურება (ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, და სხვა) — 20 795 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 20%.
  • ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის მთლიანი პროდუქტის ხვედრითი წილია 0.9%.
  • მთლიანი რეგიონალური პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენს 2 207 ლარს. [2]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია[რედაქტირება]

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: