რაც ყველაზე ძალიან გიყვარს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“
დამდგმელი რეჟისორი გიორგი ლიფონავა
პროდიუსერი ნიკა ქავთარაძე
მიშა მშვილდაძე
ეფუძნება ჩვენი ოფისი
როლებში გიორგი კალანდაძე
გია ცინაძე
ვანიკო თარხნიშვილი
თაკო აბაშიძე
კომპოზიტორი არჩილ გულედანი
ბექა ჯაფარიძე
ხმის ოპერატორი ნიკოლოზ ფანიაშვილი
ოპერატორი გიორგი შველიძე
მონტაჟი გიორგი ლიფონავა
მხატვარი ვახტანგ კაკულია
სტუდია ფორმულა კრეატივი
მწარმოებელი კომპანია ფორმულა კრეატივი
გამოსვლის თარიღი 25 დეკემბერი, 2008
ხანგრძლივობა 132 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
შემდეგი რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2

„რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ — რეჟისორ გიორგი ლიფონავას მიერ 2008 წელს გადაღებული საახალწლო და საოჯახო ფილმი. ფილმის პრემიერა გაიმართა 2008 წლის დეკემბერს თბილისში. ფილმი გადაიღებულია სერიალის, „ჩვენი ოფისის“ მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

საახალწლო საყიდლებზე წასულ ცოლ-ქმარს ჰიპერმარკეტში შვილი, 1 წლის საბა რჩებათ. მხოლოდ ის იციან, რომ ბავშვი თოვლის ბაბუას ჩააბარეს, თუმცა მაღაზიაში დაბრუნებისას ის აღარ ხვდებათ. საქმეს ართულებს ის, რომ საგზაო წესების დარღვევის გამო მათ პოლიცია აპატიმრებთ და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ. სულ მალე მათი მეგობრებიც: თიკუნა, ნუნუკა, ლადო და ალე იზოლატორში მათ გვერდით აღმოჩნდებიან. თოვლის ბაბუა კი, რომელსაც საბა ჩააბარეს, წვეულებიდან დაბრუნებული ძალიან დათვრა, თუმცა მას გზად მყუდრო ხვდება და ამჩნევს, რომ მანქანის უკანა სავარძელზე ჩვილ ბავშვს სძინავს. იგი თოვლის ბაბუის სურვილების წიგნაკით ხელმძღვანელობს, რომელშიც წერია იმ ოჯახების მისამართები, სადაც საჩუქრები უნდა მიეტანა. საბოლოოდ, იგი თეკლა და ლაშას სახლში მივა, სადაც ციხიდან გათავისუფლებული მეგობრები ფიქრობენ, თუ როგორ იპოვონ პატარა საბა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]