რაციონალური ეგოიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაციონალური ეგოიზმი ან ეგოტიზმი — პრინციპი ეთიკურ ფილოსოფიაში, რომლის მიხედვით სუბიექტის ქმედება რაციონალურია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ის ამ სუბიექტის პირად ინტერესს ამართლებს. ეს შეხედულება ეგოიზმის ნორმატიული ფორმაა. თუმცა ის განსხვავდება ეგოიზმის სხვა ფორმებისგან, როგორიცაა ეთიკური ეგოიზმი და ფსიქოლოგიური ეგოიზმი. მაშინ როდესაც ფსიქოლოგიური ეგოიზმი მოტივაციის, ხოლო ეთიკური ეგოიზმი მორალურობის შესახებაა, რაციონალური ეგოიზმი არის შეხედულება რაციონალურობის შესახებ (სადაც რაციონალურობა მორალურობასთან დაკავშირებული შეიძლება არ იყოს). ეთიკური ეგოიზმი ასევე განსხვავდება ამორალიზმისგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Baier, Kurt (1990). "Egoism" in A Companion to Ethics. Peter Singer (ed.), Blackwell: Oxford.
  • Brink, D. 1992, "Sidgwick and the Rationale for Rational Egoism," in Essays on Henry Sidgwick, ed. B. Schultz, Cambridge: Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]