რაფია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რაფია | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Raphia | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ხილი – მუზეუმი ტულუზა
რაფია (Raphia) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. სიმაღლე 9-12 მ აღწევს. 15-20 მ სიგრძის ფრთისებრი ფოთლები და ძალზე დიდი (4-5 მ დიამეტრის) ყვავილედი აქვს. ნაყოფის გარსი ბოჭკოვანია. ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ მცენარე კვდება (მონოკარპული მცენარეა). 30-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკაში, მადაგასკარზე, მასკარენის კუნძულებზე და სამხრეთ ამერიკაში. რაფიას ფოთლისა და ყუნწის ბოჭკოსაგან (პიასავა) ამზადებენ ჯაგრისებს, წნავენ სხვადასხვა ნივთს. მებაღეობაში შესახვევ მასალადაც იყენებნ. რაფიას განეკუთვნება ღვინის პალმა.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 310, თბ., 1984 წელი.