რაუნგი
|
რაუნგი |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 3332 მ | |
| ტიპი | სტრატოვულკანი | |
| ბოლო ამოფრქვევა | 2008 (გრძელდება) | |
რაუნგი (Raung) — მოქმედი ვულკანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდონეზია). მდებარეობს კუნძულ იავაზე და წარმოადგენს კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. სიმაღლე 3332 მ.[1] აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტური ლავებით. მწვერვალზე გამომუშავებულია 2 კმ დიამეტრის კალდერა, რომლის სიღრმე 600 მ-მდეა. კალდერის ფსკერზე არის მეორე თანრიგის მცირე ზომის ვულკანური კონუსი. უძველესი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1586 წელს. კატასტროფული ამოფრქვევები დაფიქსირდა აგრეთვე 1586-1817 წწ. შორის.[2]
უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2008 წელს.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ მოქმედი ვულკანის რაუნგის დახასიათება
- ↑ McClelland, Lindsay (1989). Global Volcanism, 1975-1985. Englewood Cliffs, N.J: Prentice Hall. ISBN 0-13-357203-X.
|
|||||||