რანია ალ-აბდულა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რანია ალ-აბდულა | |
| არაბ. رانيا العبدالله | |
| იორდანიის დედოფალი | |
| მმართ. დასაწყისი: | 7 თებერვალი, 1999 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | ამჟამად თანამდებობაზეა |
| წინამორბედი: | ნოორ ალ-ჰუსეინი |
| დაბ. თარიღი: | 31 აგვისტო, 1970 |
| დაბ. ადგილი: | ელ-ქუვეითი |
| მეუღლე: | აბდულა II |
| შვილები: | ჰუსეინი იმანი სალმა ჰაშემი |
| სრული სახელი: | რანია ფაისალ ალ-იასინი |
| მამა: | ფაისალ სედკი ალ-იასინი |
| დედა: | იიჰამ იასინი |
| რელიგია: | ისლამი |
რანია ალ-აბდულა (არაბ. رانيا العبدالله, ინგლ. Rania Al-Abdullah; 31 აგვისტო 1970, დაბადების სახელი — რანია ფაისალ ალ-იასინი (არაბ. رانيا فيصل الياسين)) — იორდანიის დედოფალი, მეფე აბდულა II-ის მეუღლე.
სექციების სია |
ბიოგრაფია[რედაქტირება]
რანია დაიბადა ელ-ქუვეითში, პალესტინელთა ოჯახში. გოგონა განათლებას ღებულობდა უცხოურ დაწესებულებებში: ქუვეითური New English School, ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტი (American University in Cairo).
1990-იანების დასაწყისში, სპარსეთის ყურის ომის დაწყებისას ოჯახი გადავიდა ქუვეითიდან იორდანიაში. მეფე აბდალამ მომავალი დედოფალი პირველად Citibank-ის ამანის ოფისში ნახა, სადაც რანია მუშაობდა.[1] 1993 წლის 10 ივნისს ისინი დაქორწინდნენ და რანიამ მიიღო იორდანიის დედოფლის ტიტული.
შვილები[რედაქტირება]
- პრინცი ჰუსეინი (დ. 28 ივნისი, 1994)
- პრინცესა იმანი (დ. 27 სექტემბერი, 1996)
- პრინცესა სალმა (დ. 26 სექტემბერი, 2000)
- პრინცი ჰაშიმი (დ. 30 იანვარი, 2005)