RAM (ჯგუფი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან რამ (ბენდი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამი 2006 წელს სასტუმრო ოლოფსენში კონცერზე.

RAM — მუსიკალური ჯგუფი პორტ-ო-პრენსიდან, ჰაიტი. ჯგუფის სახელი მიsi დამფუძნებლის, სიმღერების ავტორისა და წამყვანი ვოკალის რიჩარდ ა. მორსის ინიციალებია. ბანდის მუსიკა ძირითადად მიზიკ-რასინია, თუმცა თავად მორსი აღწერს მას, როგორც "ვუდუ როკ-ენდ-რუტსი" (ვუდუ როკი და ფესვები). მიზიკ რასინი ერთ-ერთი წამყვანი მუსიკალური მიმართულებაა ჰაიტიზე და ეს ჯგუფი ამ მიმართულების მთავარი წარმომადგენელია. რამი პირველად სცენაზე 1990 წელს გამოჩნდა, პირველი ალბომი კი 1996 წელს ჩაწერა. ჯგუფის მუსიკაში შერწმულია ტრადიციული ვუდუ ლირიკა და ინსტრუმენტები, როგორიცაა რა-რა საყვირები და პეტუო დოლები, თანამედროვე როკენროლის ფონზე. ბენდის სიმღერები შეიცავს ლირიკას კრეოლზე, ფრანგულსა და ინგლისურზე.

რამი განთქმულია მათი რეგულარული ხუთშაბათ ღამის წარმოდგენებით სასტუმრო ოლოფსონში პორტ-ო-პრინსის ძველ უბანში, რომელსაც, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი ადგილობრივი თუ უცხოელი პუბლიკა ესწრება. რაულ სედრასის სამხედრო ხუნტის პერიოდში ჯგუფის ერთ-ერთი სინგლი "ფეი" ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა სამხედრო მმართველობის მიერ, რომელთაც ეს სიმღერა გადახვეწილი პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდის მხადაჭერად აღიქვეს. ჯგუფი აგრძელებდა ყოველკვირეულ კონცერტებს განადგურების მუქარის მიუხედავად, სანამ მორსი ბეწვზე გადაურჩა მის მძევლად აყვანას სასტუმროში 1994 წელს. ჯგუფმა ალბომების ჩაწერა 1996 წელს დაიწყო, ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ჩარევით არისტიდის ხელისუფლების აღდგენის შემდეგ. 1998 წელს ჯგუფი წინააღმდეგობაში მოჰყვა პორტ-ო-პრინსის ახლად არჩეულ მერთან, რომელსაც არისტიდი მფარველობდა, და ისევ ბეწვზე გადარჩა მკვლელობის მცდელობას ყოველწლიურ კარნავალზე წარმოდგენისას. საკუთარი სიმღერებით რამი დღემდე განაგრძობს ანტაგონიზმს როგორც არისტიდის მომხრეების, ისე ყოფილი სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ.