რაისინას ბორცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთი და სამხრეთი ბლოკები

რაისინას ბორცვი — მდებარეობს ნიუ-დელის იმ ნაწილში, რომელსაც ლუტიენსის-დელი ეწოდება. იქ მდებარეობს ინდოეთის უმთავრესი სამთავრობო შენობები, მათ შორის: რაშტრაპატი-ბხავანი - პრეზიდენტის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის სამდივნო რომელიც ასევე მისი რეზიდენციაც არის და რამდენიმე სამინისტრო. ის გარშემორტყმულია მნიშვნელოვანი შენობებით: რაჯპათი, ინდოეთის კარიბჭე, ინდოეთის პარლამენტი.

ბორცვი ზღვის დონიდან 226 მეტრზეა ამოზიდული, რაც დაახლოებით 18 მეტრით უფრო მაღლაა ვიდრე მის გარშემო მდებარე ტერირიტორია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაისინას ბორცვის მიმდებარე ტერიტორია ახალი ადმინისტრაციული ცენტრის ასაშენებლად 1911 წელს შეირჩა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დაიგეგმა ბრიტანეთის ინდოეთის დედაქალაქის კოლკატადან დელიში გადატანა. რაისინას ბორცვი იმ დროინდელი დელიდან სამხრეთით დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობდა.