რაილი ენ სოიერსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაილი ენ სოიერსი

რაილი ენ სოიერსი
რაილი ენ სოიერსი
სახელი დაბადებისას რაილი ენ სოიერსი
დაბადების თარიღი 11 მარტი, 2005
დაბადების ადგილი მენტორი, ოჰაიოს შტატი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 24 ივლისი, 2007
გარდაცვალების ადგილი სპრინგი, ტეხასის შტატი, აშშ
დაკრძალვის ადგილი მენტორის მუნიციპალური სასაფლაო
ეროვნება ამერიკელი
მამა რობერტ თომას სოიერსი
როის კლაიდ ზიგლერი (მამინაცვალი)
დედა კიმბერლი დაუნ ტრენორი
სხვადასხვა რაილი ენ სოიერსი 2 წლის ასაკში გარდაიცვალა; რაილი ენ სოიერსის მკვლელობაში ბრალდებულებს — დედამისს კიმბერლი დაუნ ტრენორსა და მამინაცვალს როის კლაიდ ზიგლერს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ

რაილი ენ სოიერსი (ინგლ. Riley Ann Sawyers; დ. 11 მარტი, 2005 — გ. 24 ივლისი, 2007) — ორი წლის გოგონა ოჰაიოს შტატის ქალაქ მენტორიდან, რომელიც იქნა ნაცემი და მოკლული საკუთარი დედისა და მამინაცვალის მიერ. მისი სხეული იპოვეს გალვესტონის უბეში. მანამ სანამ მის პიროვნებას დაადგენდნენ იგი პრესაში ცნობილი იყო „პატარა გრეისის“ სახელით. პოლიცია ინტენსიურად ცდილობდა სხეულის იდენტიფიცირებას. მისი პიროვნების დადგენა მოხერხდა მას შემდეგ რაც ბავშვის ბებიამ მამის მხრიდან, შერილ სოიერსმა მიმართა პოლიციას. 2007 წლის 30 ნოემბერს დნმ-ის ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული იქნა ნეშტი.

რაილი ენ სოიერსი დაიბადა 2005 წლის 11 მარტს ჯიუგის რეგიონულ ჰოსპიტალში. დედამისი კიმბერლი დაუნ ტრენორი იყო მენტორის უმაღლესი სკოლის მოსწავლე, რომელიც 15 წლის ასაკში დაფეხმძიმდა; მამამისი რობერტ თომას სოიერსი იმავე სკოლის მოსწავლე იყო. ახალგაზრდა მშობლები ცხოვრობდნენ რობერტის დედასთან, შერილთან, ქალაქ მენტორში. ბავშვის აღზრდაზე საკუთრივ შერილი ზრუნავდა. გარკვეულ ხანში რობერტმა რომანი გააბა კეტრინ პრისტერთან. ისინი მალე დაქორწინდნენ, და მათ შვილი ეყოლათ.

2006 წლის ოქტომბერში სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ტრენორი შვილთან ერთად წავიდა და ოფიციალურად დასდო ბრალი რობერტს საშინაო ძალადობაში. როგორც აღმოჩნდა, ტრენორი შვილთან ერთად დასახლდა ტეხასის შტატის ქალაქ სპრინგში, სადაც ტრენორი ცოლად გაჰყვა როის კლაიდ ზიგლერ უმცროსს. კიმბერლიმ და როისმა ერთმანეთი გაიცნეს ონლაინ თამაშის World of Warcraft-ის თამაშისას და 2007 წლის 1 ივნისს ტეხასის შტატის ქალაქ ჰარისში დაქორწინდნენ.

ზიგლერი თვლიდა, რომ რაილიმ უკვე უნდა იცოდეს უფროსებთან მოქცევა და შესაბამისი სიტყვებით მომართვა და აგრეთვე მიიჩნევდა, რომ ფიზიკური დასჯა არის ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალება. ტრენორი და ზიგლერი ბავშვს ქამრით სცემდნენ, წყალში თავს აყოფინებდნენ. ერთ სიტუაციაში ზიგლერმა ბავშვს თმებში სტაცა ხელი და მოისროლა, რის შედეგადაც რაილიმ იატაკის ფილას მიარტყა თავი. როდესაც ტრენორი და ზიგლერი მიხვდნენ, რომ ბავშვი აღარ სუნთქავდა გადაწყვიტეს პლასტიკური კონტეინერის ყიდვა, შედეგად სხეული შეახვიეს ნაგვის ტომარაში და მოათავსეს კონტეინერში. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სხეულს ფარდულში ინახავდნენ, ხოლო შემდეგ გალვესტონის უბეში გადააგდეს, სადაც 2007 წლის 29 ოქტომბერს კონტეინერი ნახა ადგილობრივმა მეთევზემ სახელად რობერტ უეინ სპინმა.

კორონერმა გამოარკვია თავის ქალას მოტეხილობა, ხოლო შემდეგ პოლიცია აწარმოებდა მკვლელობის გამოძიებას.

2007 წლის ნოემბერში ზიგლერმა სცადა თვითმკვლელობა. მან დატოვა სიკვდილისწინა წერილი, სადაც წერდა, რომ მისი მეუღლე არ არის დამნაშავე, თუმცა სასამართლო გარჩევის მსვლელობისას ზიგლერი ამტკიცებდა, რომ როდესაც რაილის სცემდნენ იგი სულ სხვა ოთახში იმყოფეობდა, და თავს იმართლდებდა. ტრენორი ამტკიცებდა, რომ რაილის სიკვდილი მხოლოდ შემთხვევითობა იყო.

2009 წლის 2 თებერვალს ტრენორს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ჟიურიმ ვერდიქტი 90 წუთში გამოიტანა. ტრენორს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. ზიგლერს მისი მეუღლის მსგავსად, აგრეთვე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ვადამდე გათავისუფლების გარეშე. ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართვას ტრენორი მხოლოდ 2047 წლის 24 ნოემბერს შეძლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]