რაიან მაკგინლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაიან მაკგინლი (ინგლ. Ryan McGinley, დ. 17 ოქტომბერი, 1977) — ამერიკელი ფოტოგრაფი. ცხოვრობს ნიუ-იორკში. ფოტოგრაფების კეთება დაიწყო 1998 წლიდან. 25 წლის ასაკში 2003 წელს მაკგინლი იყო ყველაზე ახალგაზრდა ხელოვანი, რომელსაც სოლო ჩვენება ჰქონდა „ამერიკული ხელოვნების ვიტნის მუზეუმში“ (Whitney Museum of American Art). 2003 წელს ასევე იყო „ემერიკან ფოტო მაგაზინის“ (American Photo Magazine) დასახელებული ფოტოგრაფი.[1] 2007 წელს „ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრმა“ მიანიჭა „Young Photographer Infinity Award“.[2]

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკგინლის პირველი საჯარო გამოფენა ჰქონდა 200 წელს მანჰეტენის დასავლეთ ბროდვეის 420-ში DIY-ის გახსნაზე (Do it yourself). მოგვიანებით, როგორც პარსონსის სტუდენტმა, დაიწყო სურათების გადაღება, რომლებიც შეკრიბა თვითგამოცემულ წიგნში „ბავშვები კარგად არიან“ (1999 წელი). მის პირველ ფოტოების წიგნს „ბავშვები კარგად არიან“ (2002 წელი) სახელი დაერქვა The Who-ზე გადაღებული ფილმის მიხედვით[3], იყო ხელნაკეთი და დაურიგდა იმ ხალხს, რომელსაც პატივს სცემდა ხელოვნების სამყაროში და გაიყიდა გამოფენაზე. ერთ-ერთი წიგნი მიეცა სილვია ვულფს, რომელმაც მისი ნამუშევრები ამერიკული ხელოვნების ვიტნის მუზეუმის კედლებზე გამოფინა

„სკეიტბორდისტებმა, მუსიკოსებმა, გრაფიტის ხელოვანებმა და ჰომოსექსუალმა ხალხმა ბნ-ი მაკგინლის ადრეულ ნამუშევრებში 'იცის რას ნიშნავს იყო გადაღებული', თქვა სილვია ვულფმა, ამერიკული ხელოვნების ვიტნის მუზეუმის ფოტოგრაფიის ყოფილმა კურატორმა, რომელმაც იქ მისი შოუ მოაწყო. „მისი სუბიექტები ისე ასრულებენ კამერისთვის და თავიანთ თავს ისე იკვლევენ მკვეთრი თვითგაცნობიერებულობით, რომ ეს უდავოდ თანამედროვეა. ისინი გასაგებია სახვითი კულტურისთვის, კარგად გაცნობიერებული არა მარტო იმაში თუ როგორ შეიძლება პიროვნებასთან გქონდეს კავშირი, არამედ შექმნა კიდეც. ისინი მონდომებული თანამშრომლები არიან“[4]

„ხალხს უყვარდება მაკგინლის ნაშრომები, რადგან ისინი ჰყვებიან ამბავს თავისუფლებასა და ჰედონიზმზე: მაშინ, როცა ნენ გოლდინი და ლერი კლარკი ამბობდნენ რაღაც მტკივნეულს და ამაღელვებელს ბავშვებზე, რა ხდება, როცა ისინი იღებენ ნარკოტიკებს და აქვთ სექსი უმართავ ქალაქურ მიწისქვეშეთში, მაკგინლიმ განაცხადა, რომ „ბავშვები კარგად არიან“. მართლაც საოცარია. და თქვა, რომ მოზეიმე, გათავისუფლებული სუბკულტურა ჩვენთან ახლოსაა..“[5]Link

მაკგინლი მანჰეტენელ თანამოაზრეთა, ხელოვან დენ კოლენისა და დეშ სნოუს დიდი ხნის მეგობარი იყო.

„ 'მგონი ხალხით შეპყრობილი ვხდები და მართლა მოვიხიბლე დეშით', ამბობს მაკგინლი, რომელიც სნოუს რამდენიმე კვარტლით მოშორებით ჩაინათაუნის სხვენს იზიარებს დენ კოლენთან ერთად, რომელსაც მაკგინლი იცნობს იქიდან მოყოლებული, რაც ყმაწვილობისას ნიუ-ჯერსიში სკეიტბორდისტები იყვნენ“.[5]Link

2010 წლის Vice Magazine-ის აპრილის სტატიაში რაიანმა ჟილ ლარენი მის წიგნ „კერპებით“ (1973) ერთ-ერთ ადრეულ გავლენის მომხდენად დაასახელა. [1][მკვდარი ბმული]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (2002) ბავშვები კარგად არიან. ხელნაკეთი, ნიუ-იორკი
  • (2004) რაიან მაკგინლი (PS1 გამოფენის კატალოგი). Flasher Factory, ნიუ-იორკი ISBN 0-9754527-1-1
  • (2006) მზე და ჯანმრთელობა. agnès b. Galerie du Jour, პარიზი ISBN 2-906496-48-0
  • (2009) მთვარისრძე. Mörel Books, ლონდონი ISBN 978-1-907071-09-6
  • (2010) "ცხოვრების მოწესრიგების ცენტრი". Dashwood Books, ნიუ-იორკი ISBN 978-0-9844546-2-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jack Crager, American Photo, July/August 2003
  2. RYAN MCGINLEY YOUNG PHOTOGRAPHER. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-04. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  3. Holland Cotter (February 14, 2003), 'The Kids Are Alright' -- 'Photographs by Ryan McGinley' New York Times.
  4. Philip Gefter, The New York Times, Sunday, May 6, 2007
  5. 5.0 5.1 Ariel Levy, Chasing Dash Snow, NY Magazine, Jan 7, 2007