ვიკიპედიიდან
რაიან ჯოზეფ გიგზი დაიბადა 29 ნოემბერს უელსში ქალაქ კარდიფში. გიგზის მამა ცნობილი რაგბის მოთამაშე დენი ვილსონი იყო, ხოლო დედა - ლინ გიგზი.
გიგზი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთერო მარცხენა გარემარბია. ახალგაზრდული კლუბიდან დაწყებული მან მთელი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გატარა. ის მანჩესტერის ამჟამინდელ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზეა კლუბში გატარებული წლების მიხედვით, ხოლო შეხვედრებში მონაწილეობის მხრივ მესამე ადგილზეა კლუბის მთელი ისტორიის მანძილზე. გიგზი ასევე მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მას კლუბთან ერთად მოგებული აქვს: პრემიერ ლიგა 8-ჯერ, ასოციაცის თასი 4-ჯერ, ლიგის თასი 2-ჯერ და ჩემპიონთა ლიგის თასი ერთხელ.