რაზიე სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაზიე სულთანი
მშობლიური სახელი Raziye Sultan
დაბადების თარიღი 1525
მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1570/1571
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დაკრძალულია იაჰია ეფენდის სასაფლაო
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) იაჰია ეფენდი
შვილ(ებ)ი საფიე სულთანი, ელიფ სულთანი
მშობლები მამა: სულეიმან I
დედა: მაჰიდევრან სულთანი

რაზიე სულთანი (თურქ. Raziye Sultan; დ. 1525 — გ. 1570/71[1]) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის სულეიმან I-ისა და მაჰიდევრან სულთნის ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაზიე სულთანი 1525 წელს სულეიმან I-ისა და მაჰიდევრან სულთნის ოჯახში დაიბადა. რაზიე სულთანი იყო სულეიმანისათვის მე-2 შვილი და 1-ლი ქალიშვილი. ხოლო მაჰიდევრანისთვის იყო პირველი შვილი.

მან თოფქაფის სასახლეში მიიღო კარგი განათლება. სულეიმანს რაზიე ძალიან უყვარდა. რაზიე დაქორწინდა ძმის, შეჰზადე მუსტაფას ერთგულ მეგობარ თაშლიჯელ იაჰია-ეფენდიზე, რომელიც იყო ძალიან კარგი პოეტი. ამ ქოწინებიდან, რაზიესა და იაჰიას შეეძინათ ორი ქალიშვილი. საფიე სულთანი და ელიფ სულთანი.

რაზიე სულთანი გარდაიცვალა 1570 ან 71 წელს, 55 ან 56 წლის ასაკში, სტამბოლში, როცა ოსმალეთის იმპერიის სულთანი სულეიმანის ვაჟი, სელიმ II იყო. ის დაკრძალეს ქმრის სახელობის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Yavuz Bahadıroğlu, Resimli Osmanlı Tarihi, Nesil Yayınları (Ottoman History with Illustrations, Nesil Publications), 15th Ed., 2009, ISBN 978-975-269-299-2 (Hardcover).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkey: The Imperial House of Osman. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-02. ციტირების თარიღი: 6 თებევრალი 2014.