რადიშ თორდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადიშ თორდია

რადიშ თორდია (დ. 21 აგვისტო, 1936, აბაშა) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დოცენტი და პედაგოგი. მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიშ თორდია დაიბადა აბაშაში 1936 წლის 21 აგვისტოს. მშობლები: ტერენტი თორდია და ვერა ჩოჩია.

1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერის ფაკულტეტზე მისი პედაგოგი იყო ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია და ამის შემდეგ იღებდა მონაწილეობას საკავშირო და საზღვარგარეთულ გამოფენებში. 1977 წელს ოთხ ქართველ მხატვართან ერთად (ნანა მესხიძე, გივი ნარმანია, ზურაბ რაზმაძე და ბეჟან შველიძე) მიიღო მონაწილეობა მოსკოვში, სირიასა და ერაყში გამართულ გამოფენებში.

1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის გალერეებში.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთობლივი გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა მოსკოვში
  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა სირიაში
  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა ერაყში
  • 1978 — ქართველ მხატვართა გამოფენა დამასკოში
  • 1981 — გამოფენა ”10 გამოჩენილი ქართველი მხატვარი” მოსკოვში
  • 1982 — საერთაშორისო გამოფენა პრაჰა-პარიზში.
  • 1986 — ქართველ მხატვართა გამოფენა მადრიდში.
  • 1987 — საბჭოთა მხატვართა გამოფენა დუისბურგში.
  • 1987 — ქართველ მხატვართა გამოფენა ბუდაპეშტში.
  • 1988 — საბჭოთა და გერმანელ მხატვართა გამოფენა ვილნიუსში.
  • 1990 — ოთხი საბჭოთა მხატვრის გამოფენა დუისბურგში.
  • 1991 — ქართველ მხატვართა გამოფენა პარიზში.
  • 1991 — ქართველ მხატვართა გამოფენა იაპონიაში.
  • 1997 — ქართველ მხატვართა გამოფენა იტალიაში.
  • 1997 — ქართველ მხატვართა გამოფენა პრაჰაში.

პერსონალური გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980 — თბილისი
  • 1980 — ტუნისი
  • 1989 — მოსკოვი
  • 1992 — კელნი
  • 1996 — დრეზდენი
  • 2000 — თბილისი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)