რადიონუკლიდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფირმა Nite-ს ტრიტიუმის ბრელოკი

რადიონუკლიდები, რადიოაქტიური ნუკლიდები (ნაკლებად ზუსტად რადიოაქტიური იზოტოპები, რადიოიზოტოპები) — ნუკლიდები, რომელთა ბირთვიც არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას. ცნობილი ნუკლიდების უმრავლესობა რადიოაქტიურია (მეცნიერებისთვის ცნობილი 3000 ნუკლიდიდან დაახლოებით 300 არის სტაბილური). ყველა ნუკლიდი, რომელთა ატომური ნომერია 43 ან 61 ან 82-ზე მეტი, რადიოაქტიურია; შესაბამის ელემენტებს ეწოდებათ რადიოაქტიური ელემენტები. არსებობს აგრეთვე სხვა ატომური ნომრების (1-დან 42-მდე, 44-დან 60-მდე და 62-დან 82-მდე) მქონე რადიონუკლიდები (უმეტესწილად ბეტა-არამდგრადი).