რადვილიშკისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადვილიშკისი
Radviliškis
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
კოორდინატები 55°48′00″ ჩ. გ. 23°33′00″ ა. გ. / 55.80000° ჩ. გ. 23.55000° ა. გ. / 55.80000; 23.55000
პირველი ხსენება 1529
ფართობი 17.32 კმ²
ცენტრის სიმაღლე 117 მეტრი, 124 მეტრი
მოსახლეობა 15 112 (1 იანვარი, 2023)[1]
ოფიციალური საიტი http://www.radviliskis.lt
რადვილიშკისი — ლიეტუვა
რადვილიშკისი

რადვილიშკისი (ლიეტუვ. Radviliškis, პოლ. Radziwiliszki) — ქალაქი ლიეტუვის რადვილიშკის რაიონში, მისი ცენტრი 1950 წლიდან, მსხვილი სარკინიგზო ხაზების კვანძი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადვილიშკისი დაარსდა XV საუკუნის დასასრულს. სახელი მომდინარეობს 1546-1764 წლებში მისი მფლობელების გვარიდან რაძივილებიდან. პირველად 1567 წელს მ. დოვნარ-ზაპოლსკიმ მოიხსენია როგორც არგადამხდელ ქალაქთა სიაში. 1687 წელს იან სობესკიმ რაძივილებს უფლება მიანიჭა საკუთარი ბაზარი ჰქონოდათ. დასახლება მრავალჯერ დანგრეულა და დაცარიელებულა შავი ჭირის, შიმშილისა და ომების გამო. 1870 წელს ქალაქში რკინიგზა გაიყვანეს ლიეპაია-რომნი, 1873 წელს - რადვილიშკის-დაუგავპილსი, რის შემდეგ ქალაქმა სწრაფად დაიწყო ზრდა. მოსახლეობის უმეტესობას დღემდე რკინიგზელები შეადგენენ. 1999 წელს ქალაქში დაიდგა გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ქანდაკება (პ. მაზურასის ნამუშევარი) ქალაქთან გერმანელებისა და თეთრგვარდიელების დამარცხების 80 წლის ხსოვნისადმი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1878 წელს აგებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ხის სამრეკლო, ორჯერ დამწვარი და 1984 წელს აღდგენილი, წარმოადგენს არქიტექტურის ძეგლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]