რადამა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადამა II
Radama II
მადაგასკარის მეფე
კორონაცია: 23 სექტემბერი, 1862
მმართ. დასაწყისი: 16 აგვისტო, 1861
მმართ. დასასრული: 12 მაისი, 1863
წინამორბედი: რანავალუნა I
მემკვიდრე: რასუხერინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1829
დაბ. ადგილი: რუვა, ანტანანარივუ
გარდ. თარიღი: 12 მაისი, 1863 (33 წლის) – სადავოა[1]
გარდ. ადგილი: რუვა, ანტანანარივუსადავოა[2]
მეუღლე: რასუხერინა (რაბოდოს სახელით)
რანავალუნა II (რამონას სახელით)
მარია რასოამიეჯა[3]
მამა: ანდრიამიჰაჯა, რადამა I (ოფიციალურად)
დედა: რანავალუნა I

რადამა II (დ. 23 სექტემბერი, 1829 — გ. 12 მაისი, 1863, [სავარაუდოდ]) — რანავალუნა I-ის ვაჟი და მემკვიდრე. მადაგასკარის მეფე 1861-დან 1863 წლამდე, რომელიც, პრაქტიკულად მთელ კუნძულს აკონტროლებდა. რადამა II-ის მმართველობა, მიუხედავად მისი ხანმოკლეობისა, გადამწყვეტი ეტაპი იყო მადაგასკარის სამეფოს ისტორიაში. დედამისის, დედოფალ რანავალუნა I-ის 33 წლიანი მტკიცე და გარკვეულწილად მძიმე მმართველობის შედეგად, მადაგასკარმა წარმატებით შეინარჩუნა საკუთარი პოლიტიკური და კულტურული დამოუკიდებლობა ფრანგული და ბრიტანული გავლენისაგან. დედოფლის იზოლაციონიზმისა და ქრისტიანობის დევნის პოლიტიკის გაუქმებითა და რელიგიური თავისუფლების მხარდაჭერით, მადაგასკარი კვლავ გაიხსნა ევროპელთათვის. 1855 წელს, ჯერ კიდევ რანავალუნას მმართველობისას, რადამას მიერ ფრანგ მეწარმე ჟოზეფ-ფრანსუა ლამბერტთან საიდუმლოდ დადებული ლამბერტის ქარტიის პირობების თანახმად, ფრანგებს გადაეცათ დიდი ფართობის შემოსავლიანი მიწების ექსპლუატაციისა და სხვა მომგებიანი პროექტების განხორციელებისა თუ რესურსების გამოყენების ექსკლუზიური უფლება, რაც, მოგვიანებით, მადაგასკარზე ფრანგული პროტექტორატის დამყარების პრეტენზიის, ხოლო 1896 წელს მისი კოლონიად გადაქცევის საბაბი გახდა.

დრამატული განსხვავება რანავალუნას იზოლაციურ და მისი ვაჟის პრო-ევროპულ პოლიტიკას შორის ტრადიციული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. რადამას აბსოლუტიზმის მიერ მინისტრების რჩევების უგულვებელყოფით გატარებულმა რეფორმებმა საბოლოოდ, ისინი მეფის წინააღმდეგ განაწყო. პრემიერ-მინისტრის, რაინივუნინაჰიტრინიუნის მოწყობილი ამბოხების შედეგად 1863 წლის 12 მაისს რადამა II დაახრჩვეს. მინისტრების თანხმობით, ტახტი მისმა ცოლმა რაბოდომ დაიკავა რასუხერინას სახელით. ხალხს აუწყეს, რომ რადამამ თავი მოიკლა, თუმცა მალევე გავრცელდა ხმები, რომ ის ცოცხალი იყო და ტახტის დაბრუნებისათვის ემზადებოდა. არსებობს გარკვეული ვერსიები, რომ მეფე მართლაც გადარჩა და კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში იმალებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Françoise Raison-Jourde, Bible et pouvoir à Madagascar au 19e siècle, Karthala, Paris, 1991, 848 pages.
  • Raymond Delval, Radama II, prince de la renaissance malgache, 1861-1863, Éditions de l'École, Paris, 1972, 959 pages.
  • R.P. Henry de Régnon, Madagascar et le roi Radama II, Paris, 1863, 204 pages.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Delval, Raymond (1972). Radama II, prince de la renaissance malgache: 1861–1863 (in French). Paris: Éditions de l'École.
  2. Delval, Raymond (1972). Radama II, prince de la renaissance malgache: 1861–1863 (in French). Paris: Éditions de l'École.
  3. Chapus, G.S.; Mondain, G. (1953). Un homme d’etat malgache: Rainilaiarivony (ფრანგულად). Paris: Editions Diloutremer.