რა? სად? როდის? (საქართველოს კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს კლუბი „რა? სად? როდის?“ — არასამთავრობო ორგანიზაცია, კავშირი, რომელიც დაარსდა 1994 წლის დეკემბერში.

საქმიანობის მიზნებია საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის და ერუდიციის ამაღლება, ინტელექტუალური თამაშების რეგიონალური, რაიონული, საინსტიტუტო და სასკოლო კლუბების ჩამოყალიბება, სატელევიზიო ინტელექტ-შოუების მოწყობა.

კლუბის პრეზიდენტი დაფუძნებიდან დღემდე არის გიორგი მოსიძე.

1996 წელს კლუბი გაწევრიანდა „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციაში.

კლუბის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: 1. სატელევიზიო „რა? სად? როდის?“; 2. სპორტული „რა? სად? როდის?“.

ამჟამად კლუბის წევრია 1000-მდე უფროსი ასაკისა და საბავშვო გუნდი. რეგულარულად იმართება საქართველოს, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ჩემპიონატები სპორტულ „რა? სად? როდის?“-ში. არარეგულარული თამაშები იმართება ზუგდიდში, გორში, ფოთში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ქარელში და სხვ.

თბილისში თამაშები ეწყობა ყოველ კვირა დღეს, 13.00-19.00 საათზე, კომაროვის სკოლის სააქტო დარბაზის ფოიეში. დასწრება თავისუფალია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]