ჟოზე ვილკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოზე ვილკერი

ჟოზე ვილკერი, 2006
დაბადების სახელი ჟოზე ვილკერ დე ალმეიდა
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1947
ჟუაზეირუ-დუ-ნორტი, სეარა, ბრაზილიის დროშა ბრაზილია
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი, 2014,
რიო-დე-ჟანეირო
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1965–2014

ჟოზე ვილკერ დე ალმეიდა (პორტ. José Wilker de Almeida; დ. 20 აგვისტო, 1947 — გ. 5 აპრილი, 2014) — ბრაზილიელი მსახიობი და რეჟისორი, პროდიუსერი, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1947 წლის 20 აგვისტოს,[1] ქალაქ ჟუაზეირუ-დუ-ნორტიში.[2] კარიერა და იწყო როგორც რადიოწამყვანმა, სეარის შტატის რადიოში. შემდეგ იგი რესიფეში გადასახლდა და მუშაობს დაიწყო თეატრში. თეატრალური მოძრაობა, რომლის წევრიც ის იყო, გაკვეთილებს ატარებდა კულტურაში, წერა-კითხვასა და პოლიტიკაში. 1960-იანი წლების სამხედრო რეპრესიების დროს აღნიშნული თეატრალური ჯგუფი აიკრძალა და ჟოზე რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა.

რიოში მან მუშაობა კინოში დაიწყო. 1965 წელს მისი დებიუტი შედგა ფილმში „მიცვალებული“ (A Falecida), სადაც მან ფერნანდა მონტენეგროსთან ერთად ითამაშა. ამ დროს ჟოზე 19 წლის იყო. პარალელურად ბევრს წერდა თეატრისთვის, 1971 წლიდან კი რეგულარულად თამაშობს ტელენოველებში, რისი წყალობითაც მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქცა.

გარდაცვალებამდე იყო ოსკარის დაჯილოდების ცერემონიალების ოფიციალური კომენტატორი Globo TV-ზე.

ჟოზე ვილკერი გარდაიცვალა 2014 წლის 5 აპრილს, გულის შეტევით, რიო-დე-ჟანეიროში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.latintimes.com/jose-wilker-dies-brazilian-globo-telenovela-actor-dead-66-163937
  2. José Wilker – Trajetória Portuguese. Memória Globo. Organizações Globo. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2014. ციტირების თარიღი: April 5, 2014.