ჟოზეფ ჟაკ სეზერ ჟოფრი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჟოზეფ ჟაკ სეზერ ჟოფრი (ფრანგ. Joseph Jacques Césaire Joffre; დ. 12 იანვარი, 1852, რივზალტი — გ. 3 იანვარი, 1931, პარიზი), საფრანგეთის მარშალი (1916). საფრანგეთის აკადემიის წევრი (1918), საფრანგეთ-პრუსიის ომისა და ინდოჩინეთსა და აფრიკაში კოლონიური ომების მონაწილე. 1910 წლიდან უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი, ხოლო 1911 წლიდან ვიცე-თავმჯდომარე და გენშტაბის უფროსი. 1914-16 წლებში საფრანგეთის არმიის მთავარსარდალი. გამარჯვება მოიპოვა მარნის ბრძოლაში (1914). 1916 წლის დეკემბერი-იანვრიდან მთავრობისსამხედრო მრჩეველი. 1917-18 წლებში საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური აშშ-ში, შემდეგ იაპონიაში. დაწერა მემუარები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 257, თბ., 1984 წელი.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
სტატიის