ჟოაკიმ ჩისანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოაკიმ ჩისანო
ჟოაკიმ ჩისანო
მოზამბიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი 1986 – 2 თებერვალი, 2005
წინამორბედი სამორა მაშელი
მემკვიდრე არმანდუ გებუსა

პორტუგალიის მოზამბიკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი, 1974 – 25 ივნისი, 1975
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე მარიუ და გრასა მაშუნგუ

დაბადებული 22 ოქტომბერი, 1939
გაზის პროვინცია, პორტუგალიის მოზამბიკი
რელიგია კათოლიკე

ჟოაკიმ ალბერტო ჩისანო (პორტ. Joaquim Alberto Chissano; დ. 22 ოქტომბერი 1939, გაზის პროვინცია, პორტუგალიის მოზამბიკი) — მოზამბიკის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის მეორე პრეზიდენტი.

დაიბადა 1939 წელს, გაზის პროვინციაში. სწავლობდა მედიცინას ლისაბონის უნივერსიტეტში. სამორა მაშელის გარდაცვალების შემდეგ პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად. მისი მმართველობის პერიოდში დამთავრდა სამოქალაქო ომი დაიწყო ერთპარტიული მმართველობის რღვევა. ხელახლა აირჩიეს 1993 და 1999 წლებში. 2005 წელს კი თანამდებობაზე შეცვალა არმანდუ გებუსამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]