ჟერო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟერო | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Platalea leucorodia | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ჟერო (Platalea leucorodia), დიდი ზომის ფრინველი ლაკლაკისნაირთა (Ciconiiformes) რიგისა. სხეულის სიგრძე აღწევს 80 სნ, მასა 1,5 კგ. თეთრი ფერისაა, აქვს ბრტყელი, ბოლოში ნიჩბისებურად გაფართოებული ნისკარტი. ბუდობს ლერწამში, იშვიათად ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია დუნაის დაბლობიდან პრიმორიემდე. საქართველოში იშვიათად შეგვხვდეს მიმოფრენისას (აგვისტო-სექტემბერი).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 8, გვ. 248, თბ., 1984
სტატიის