ჟერარ ფილიპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟერარ ფილიპი
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი, 1922
კანი, პროვანსი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 25 ნოემბერი, 1959 (36 წლის)
პარიზი, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1942−1959

ჟერარ ფილიპი (ფრანგ. Gérard Philipe; დ. 4 დეკემბერი, 1922 — გ. 25 ნოემბერი, 1959) — ფრანგი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟერარ ფილიპი პროვანსში, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის ქალაქ კანში დაიბადა, ფრანგული სისხლის გარდა მის ძარღვებში ერთი მეოთხედი ჩეხური სისხლიც ჩქეფდა — პაპა, დედის მხრიდან, ემიგრანტი იყო ჩეხეთიდან.

ჟერარის სამსახიობო დებიუტი 1942 წელს, 19 წლის ასაკში შედგა ნიცის თეატრში, მას შემდეგ რაც სამსახიობო კურსები დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ მსახიობმა პირველი აღიარება მოიპოვა ალბერ კამიუს სპექტაკლ „კალიგულაში“ ნათამაშები როლით, რის შემდეგაც უამრავი მოწვევა მიიღო საფრანგეთის წამყვანი თეატრებიდან, 1944 წელს კი უკვე მისი კინოპრემიერაც შედგა ფილმში „Les Petites du Quai aux Fleurs“.

ჟერარ ფილიპმა დიდი აღიარება მოიპოვა სტენდალის რომანების ეკრანიზაციებში მონაწილეობით — 1949 წელს „პარმის სავანე“ (La Chartreuse de Parme) და 1956 წელს „წითელი და შავი“ (Le Rouge et le Noir), თუმცა ფილიპი საერთაშორისო სექს-სიმბოლოს სტატუსს 1952 წელს კრისტიან-ჟაკის მიერ გადაღებულ სათავგადასავლო ფილმს „ფანფან-ტიტას“ (Fanfan La Tulipe) უნდა უმადლოდეს, სადაც მას პარტნიორობას იტალიელი სუპერვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა უწევდა.

გარდაიცვალა ღვიძლის კიბოსგან 1959 წლის 25 ნოემბერს, პარიზში.

სიკვდილიდან 31 წლის შემდეგ, 1990 წელს, საფრანგეთის კინოაკადემიის მიერ, კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა სეზარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]