ჟემაიტიას ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟემაიტიას ეროვნული პარკი
|
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | ლიტვა |
| ფართობი | 217.20 კმ² |
| დაარსდა | 1991 |
ჟემაიტია არის ლიტვის ეროვნული პარკი. ის მდებარეობს ჟემაიტიას ზეგანზე, ბალტიის ზღვიდან 45 კილომეტრის დაშორებით. ეროვნული პარკი დაარსდა 1991 წელს. მისი ფართობი შეადგენს 217.20 კმ² ტერიტორიას. პარკის ტერიტორიის 7% ტბებს უკავია, აქ არის 26 ტბა და რამდენიმე მდინარე. ტბებიდან უდიდესია პლატელია (12.05 კმ², 47 მ სიღრმე). ეროვნული პარკის უდიდესი დასახლებაა პლატელია, 1,100 მცხოვრებით, ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს სწორედ პარკის უდიდესი ტბის სანაპირო ზოლში, პლატელიაში არის ჟემიტიას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ამ ადგილს ტურისტული მიზნებისთვის დიდი დანიშნულება აკისრია.
|
|||||
სტატიის