ჟახუნდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჟახუნდერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თემი ჟახუნდერი
კოორდინატები 42°47′46″ ჩ. გ. 43°01′03″ ა. გ. / 42.79611° ჩ. გ. 43.01750° ა. გ. / 42.79611; 43.01750
ცენტრის სიმაღლე 1350
მოსახლეობა 161[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჟახუნდერი — საქართველო
ჟახუნდერი
ჟახუნდერი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჟახუნდერი

ჟახუნდერისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფ: ჟახუნდერი, ლამფალაში, ლეკოსანდი, ლემზაგორი, ლუჯი, მებეცი, სასაში, ჩუკული, ხერია). მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1350 მეტრი, თბილისიდან 346 კილომეტრი, ლენტეხიდან 35 კმ.

სოფელში განლაგებულია საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, კულტსახლი, ამბულატორია. 2007 წელს სოფელში აგებულ იქნა სპორტული დარბაზი.

ჟახუნდერში შემონახულია შუა საუკუნეების (VIII-IX სს) თლილი ქვით ნაგები წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია. ეკლესიას შესასვლელი განლაგებული აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, სარკმელი მოჩუქურთმებულია, ჟახუნდერის ეკლესიის ხის მოჩუქურთმებული კარი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 161 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 364 170 194
2014[1] 161 78 83

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანურად ჟახვ არყის ხეს ნიშნავს, უნდ კნინობითი სუფიქსია, შესაბამისად ჟახუნდერი ნორჩი ან პატარა არყნარის ამღნიშვნელია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II