ჟან რენიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენერალი ჟან რენიე

ჟან ლუი ებენეზერ რენიე (14 იანვარი, 1771 - 27 თებერვალი, 1814) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, გენერალი საფრანგეთის რევოლუციური ომებისა და ნაპოლეონის ომების დროს. ის იყო დივიზიონის მეთაური ნაპოლეონ I-ის არმიაში, როდესაც ეს უკანასკნელი ეგვიპტეში შეიჭრა. შემდგომშიც ეჭირა მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობე. იბრძოდა მესამე კოალიციის ომში, სათავეში ედგა ფრანგული არმიის კორპუსს ნახევარკუნძულის ომში 1810-1811 წლებში და 1812-1813 წლებში მონაწილეობას იღებდა მეექვსე კოალიციის ომში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]