ჟან პიკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან პიკარი
დაბ. თარიღი 21 ივლისი, 1620
დაბ. ადგილი ლა-ფლეში, ანჟუ
გარდ. თარიღი 12 ივლისი, 1682
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა ფრანგი
სამეცნიერო სფერო ასტრონომია

ჟან პიკარი (ფრანგ. Jean Picard; დ. 21 ივლისი, 1620, ლა-ფლეში, ანჟუ – გ. 12 ივლისი, 1682, პარიზი) — ფრანგი ასტრონომი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1666). კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორი (1655 წლიდან). 1669-70 წლებში აკადემიის დავალებით გაზომა მერიდიანის რკალის სიგრძე პარიზსა და ამიენს შორის 1°22'55″), ამასთან, პირველმა გამოიყენა სამზერი მილებითა და ძაფების ბადით აღჭურვილი კუთხმზომი იარაღები. პიკარმა მერიდიანის 1°-ის სიგრძედ მიიღო 111,21 კმ (თანამედროვე გაზომვით 111,18 კმ). ამ მონაცემებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა დაამტკიცა, რომ მთვარეზე მოქმედებს დედამიწის მიზიდულობა და რიცხობრივად დაადასტურა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. პიკარის წინადადებით (1669) პარიზის ობსერვატორიაში 1683 წელს დადგეს კვადრანტი, რომლითაც მნათობთა პირდაპირ აღვლენებს საზღვრავდნენ. 1671 წელს ჩაატარა ტიხო ბრაჰეს ობსერვატორიული (ურანიბორგი) გათხრები. 1672 წელს ჯოვანი კასინისთან ერთად დააკვირდა მარსს მზის პარალაქსის განსაზღვრის მიზნით. 1679 წელს დააარსა ასტრონომიული წელიწდეული "Connaissance des temps" (შეადგინა და გამოსცა პირველი ოთხი ტომი).

ლიტერატურა[რედაქტირება]