ჟან ლუი რუდოლფ აგასისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟან ლუი რუდოლფ აგასისი

ჟან ლუი რუდოლფ აგასისი
ჟან ლუი რუდოლფ აგასისი
დაბადების თარიღი 28 მაისი 1807
დაბადების ადგილი მოტიე, შვეიცარია
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი 1873
გარდაცვალების ადგილი კემბრიჯი, აშშ
საქმიანობა მეცნიერი
პედაგოგი
Appletons' Agassiz Jean Louis Rudolphe signature.jpg

ჟან ლუი რუდოლფ აგასისი, აგასი (ფრანგ. Jean Louis Rodolphe Agassiz; დ. 28 მაისი 1807 — გ. 14 დეკემბერი 1873) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და პედაგოგი. გლაციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჟორჟ კიუვიეს მოწაფე და მიმდევარი. 1832 წლიდან ნევშატელის პროფესორი. 1846 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში, იყო ბოსტონის, ჩარლსტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორი. შეისწავლა მყინვარული ნალექები, დაასაბუთა იმ დროისათვის ახალი და ძირითადად სწორი იდეა მყინვარული ეპოქების არსებობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს კაპიტალური ნაშრომი ნამარხ თევზებზე, აგრეთვე გამოკვლევები ევროპასა და ბრაზილიაში გავრცელებულ თანამედროვე თევზებზე. იყო კატასტროფების თეორიისა და სახეობათა უცვლელობის იდეების უკიდურესი დამცველი და დარვინიზმის მოწინააღმდეგე. აგასისის ეს შეხედულებები გააკრიტიკეს ფრიდრიხ ენგელსმა, ჩარლზ დარვინმა და ერნსტ ჰეკელმა.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Recherches sur les poissons fossiles, v. 1-5; Neuchatel, 1833-43;
  • Etudes sur les glaciers, Neuchâtel, 1840;
  • Systeme glaciaire, в кн.: Nouvelles ¾ études et exériences sur les glaciers actuels, P., 1847.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]