ჟან ბატისტ პიგალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჟან ბატისტ პიგალის ძეგლი პარიზის მერიასთან
ჟან ბატისტ პიგალი (ფრანგ. Jean-Baptiste Pigalle; დ. 26 იანვარი, 1714, პარიზი — გ. 21 აგვისტო, 1785, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე. სწავლობდა (1722 წლიდან) რ. ლე ლორენთან და ჟ. ბ. ლემუანთან. იმოგზაურა იტალიაში (1736-39). როკოკოდან კლასიციზმზე გარდამავალი სტილით შექმნა სტატუები, კომპოზიციები, რელიგიურ და მითოლოგიურ თემებზე („მერკური სკანდალს იკრავს“ (1744), მარმარილო {1744); „ბიჭი გალიით“, მარმარილო (1749) — ორივე ლუვრი, პარიზი). განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალულ, ზოგჯერ ნატურალისტური სიზუსტით შესრულებულ საფლავის ძეგლებში (მარშალ მორიც საქსონელის საფლავი, მარმარილო, 1753-76, სენ-ტომის ეკლესია, სტრასბური).
ლიტერატურა [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 55, თბ., 1984 წელი.
სტატიის